საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.09.2005
საქმის ნომერი
2კ-411დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 411-დად 21 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ე. Gგ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც ე. Gგ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ე. Gგ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის II ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის II ნაწილით, 104-ე მუხლითა და 133-ე მუხლით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი), და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 18 მაისის განკარგულებით შეუმცირდა 2 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 ჭლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ე. Gგ-ი სასჯელს იხდის 1995 წლის 23 ნოემბრიდან.

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ე. Gგ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ ე. გG-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ე. გ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 3/4 მოიხადა 2005 წლის 8 აპრილს, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

პროკურორი ო. რ. არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ ე. გ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

მსჯავრდებული ე. გ-ი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, კერძოდ მკვლელობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მსჯავრდებულ ე. გ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 567-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის დადგენილება ე. გ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.