საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.06.2005
საქმის ნომერი
2კ-252დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 252-დად 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. შ-ს საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება გ. ა-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994წ. 3 ივნისის განჩინებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი და მე-7 ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 212-ე მუხლით რისთვისაც განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ გ. ა. სასჯელს იხდის 1993წ. 24ივლისიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2008წ. 24 ივლისს. დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005წ. 29 აპრილსს.

2005წ. 3 მაისს ქ.რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ნ. კ-მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა გ. ა-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება.

მსჯავრდებული გ. ა. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. .შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს სამი მეოთხედი, ღრმად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი ამჟამად გამოსწორებულია და მისი გამოსწორებისათვის სასჯელის მთლიანად მოხდა საჭირო აღარ არის, რაც დასტურდება მისი დახასიათებით.

პროკურორი ი.დ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია და მსჯავრდებულ გ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ გ.ა. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ 3 წელი, 1 თვე და 15 დღე, სასმართლომ გაითვალისწინა, აგრეთვე, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც პალატაც ეთანხმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. ა-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.