საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 486-დად 22 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. გაბრიჩიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ გ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ შ. თ-ს მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹1 დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული შ. თ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 29 ივნისის განაჩენით შ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 162-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “გ” და “დ” პუნქტებით, რისთვისაც განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ შ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 9 მაისიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹ 1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ შ. თ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა თბილისის ¹... დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული შ. თ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი გ. Mმ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. თ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ შ. თ. ბოლომდე არ არის გამოსწორებული, რის გამოც მისი განთავისუფლება ნაადრევია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 29 ივნისის განაჩენით შ. თ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა 7 თვე და ათი დღე.
შ. თ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹1 დაწესებულების ადმინისტრაცია შ. თ-ს ახასიათებს დადებითად. დახასიათების თანახმად, იგი არის მშვიდი და თავაზიანი; გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; კარგი ურთიერთობა აქვს როგორც დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, ასევე ადმინისტრაციასთან; აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებზე რეაგირებს დადებითად; სასჯელის მოხდის პერიოდში სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული შ. თ. სავსებით კანონიერად გაათავისუფლა პირობით ვადამდე დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ შ. თ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული შ. თ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.