განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹77-დად 5 აპრილი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი(თავმჯდომარე,მომხსენებელი),ი.ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ნ. კ-ძისა და ო.მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის დადგენილებაზე, რამლითაც ძალაში დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილება ე. და ჟ. ნ-ძეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 28 ოქტომბერსა და 16 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ.კ-ძეს. იგი ითხოვდა მეზობლებთან – ე. და ჟ. ნ-ძეებთან საბინაო დავასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ირგვლივ რეაგირებას .კერძოდ, განმცხადებელ იუთითებდა, რომ იგი თავის საცხოვრებელ ფართში აშენებდა კედელს. მშენებლობის პროცესში მას შეუვარდნენ მეზობლები – ე. და ჟ. ნ-ძეები და დაიწყეს ნახევრადაშენებული კედლის დანგრევა, რომელიც ბოლომდე დაანგრიეს, ასევე, დაუზიანეს სხვადასხვა ნივთი, მომდევნო დღეებში კი საერთოდ არ მისცეს საშუალება თავის საკუთარ ფართზე აეშენებინა კედელი.
2004წ. 17ნოემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს დანაშაულის ჩადენის შესახებ კიდევ ერთი განცხადებით მიმართეს ისევ ნ. კ-მ, ო. მ-მა და გ. ც-მ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მომხდარი ინციდენტის დროს ე. და ჟ. ნ-ემა სხეულის დაზიანება მიაყენეს გ. ც-ძეს, რომელიც შემთხვევის დღეს სტუმრად იმყოფებოდა ო.მ-შტან ოჯახში. ნ. კ-, ო.მ, გ. ც. მიიჩნევდნენ, რომ ე.და ჟ. ნ-ების ქმედებაში შეინიშნებოდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის (სხვისი ბინის ან სხვა მფლობელობის უფლების დარღვევა), 187-ე მუხლის(სხვისი ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება), 239-ე მუხლის(ხულიგნობა), 168-ე მუხლის(შრომისთავისუფლებისხელყოფა), 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 353-ე მუხლის (ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მოითხოვდნენ სს საქმის აღძვრას.
დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმებით დადგინდა მხოლოდ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისში,...მდებარე ბინა ეკუთვნის ნ. კ-ძეს, რომელმაც გადაწყვიტა მეზობლებთან საერთო სარგებლობის კარის – ღობის ამოშენება, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა მეზობლად მცხოვრებმა ნ-ძეების ოჯახმა. მათ შორის აღნიშნულის თაობაზე წარმოიშვა კონფლიქტი.
ჩატარებული შემოწმების შედეგად ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს უფროსმა გამოიტანა სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმის დადგენილება. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა რაიონულ სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მასალები და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა არ არის დამთავრებული და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, არ არის დადგენილი სადავო ქონების მესაკუთრის ვინაობა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსკ-ის 160-ე მუხლით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), ასევე, 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) სს საქმის აღძვრის საფუძველი. ამასთან, იმის გამო, რომ ე. ჟ. ნ-ძეების მოქმედება გამოწვეული იყო თავისი ან თავისად დაგულვებული უფლებების დაცვის მოტივით, მათ ქმედებას ვერ მიეცემოდა ხულიგნობის კვალიფიკაცია.
რაიონულმა სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სსკ-ის 168-ე მუხლი (შრომის თავისუფლების ხელყოფა) მოიცავს კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელისშეშლას, ხოლო საზიარო ფართში სასამართლოს განჩინებით მშენებლობის წარმოება თანამესაკუთრის ნებართვის გარეშე ვერ ჩაითვლება კანონიერ შრომით საქმიანობად.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსკ-ის 353-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, რადგან მოკვლევის მასალებში არ მოიპოვება პოლიციის მუშაკთა განცხადება ან საჩივარი ე.და ჟ. ნ-ების მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორს სსკ-ის 120-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსათვის, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება კერძო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და, სსსკ-ის 627-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, კერძო ბრალდების წესით საქმე შეიძლება აღძრას მოსამართლემ დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საჩივრით, ასეთი საჩივარი კი ასამართლოში შეტანილი არ ყოფილა.
დაინტერესებული პირი – გ. ც-ძე საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად. დაინტერესებული პირის განმარტებით, იგი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნ. კ-სთან სახლში, სადაც ე.და ჟ. ნ-ებმა მას მიაყენეს სხეულის დაზიანება.
დაინტერესებული პირი – ნ. კ-ძე საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად. ნ. კ-ს განმარტებით, იგი თავის ფართზე აშენებდა კედელს, რომელიც ე. და ჟ. ნ-ებმა დაუნგრიეს, დღეისათვის სამოქალაქო წესით მიმდინარეობს დავა აღნიშნულის თაობაზე. ნ. კ-ძის მითითებით, მას სახლში შეუცვივდნენ ე.და ჟ. ნ-ძეები, რომლებმაც სახლი დაურბიეს ,გაუტეხეს სხვადასხვა ნივთი.
დაინტერესებულმა პირმა – ე.ნ-ძემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ე.ნ-ძ განმარტებით, მას რაიმე ისეთი მოქმედება არ ჩაუდენია, რაც შეიძლება დანაშაულს წარმოადგენდეს .ე. ნ-ს მითითებით, ნ. კ-ძემ უკანონოდ დაიწყო კედლის მშენებლობა. მას მისი თანხმობის გარეშე უფლება არ ჰქონდა, წამოეწყო კედლის მშენებლობა. არც მას და არც ჟ. ნ-ს არავისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა ან სხეულის დაზიანება.
ე. და ჟ. ნ-ების ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ნ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და სწორად მიიჩნია, რომ ე. და ჟ. ნ-ებს რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ განუხორციელებიათ .ადვოკატის განმარტებით, ნ. კ-ძეს არ ჰქონდა კედლის ამოშენების უფლება. ამის თაობაზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მაინც დაიწყეს კედლის მშენებლობა.
პროკურორმა ს. ბ-ძემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს – დაინტერესებულ პირებს – ე.ნ-ძეს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. მ-ძეს, ნ. კ-ძეს, გ. ც-ძეს, პროკურორ ს. ბ-ძეს, ეისწავლასაქმეშიარსებულიმასალებიდამიიჩნია,რომსაჩივარიუნდადაკმაყოფილდესშემდეგგარემოებათაგამო:პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება, უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაული სჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას, აგრეთვე, ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოპოვებულ მასალებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება დადადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას.
საქმის მასალების მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს უფროსის მიერ 2004წ. 9 დეკემბერს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღწერილია მხოლოდ ის გარემოებები, რომელთა შესახებაც განმცხადებელი აღნიშნავს განცხადებაში. კერძოდ, მასში გადმოცემულია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ნ. კ, ო. მ. და გ. ც. უთითებენ განცხადებაში. საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში ასევე მითითებულია, თუ რა მოქმედებები განახორციელა პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას, კერძოდ, რომ ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა ნ. კ-ს, ო. მ-ს, ლ. ჩ-ს, ზ .ი-ს, გ. ც-ს, თ. მ-ს; დადგენილებაში აღწერილია ამ ახსნა-განმარტებათა შინაარსი, მაგრამ აღნიშნული ახსნა-განმარტებისათვის რაიმე შეფასება არ მიუციათ .დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, თუ პროკურატურამ დანაშაულის შეახებ ცნობების შემოწმების შედეგად რა ფაქტობრივი გარემოებები ცნო დადგენილად; დადგენილების ავტორი, მართალია, მსჯელობს იმის შესახებ, რომდების – ე. და ჟ. ნ-ების მოქმედებით არ განხორციელებულა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა, მაგრამ არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ ფაქტობრივად რა მოქმედება განახორციელეს მათ, იყვნენ თუ არა ე .და ჟ. ნ- ები საერთოდშესულები ნ. კ-ძის ბინაში, თუ შესულები იყვნენ ბინაში, რა მოქმედებები განხორციელდა ორივე მხრიდან, გამოძახებულ იქნა თუ არა საპატრულო პოლიცია და ა.შ. დადგენილებაში ისევე არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, შემოწმდა თუ არა ის გარემოებები, რის თაობაზეც უთითებს განცხადების ავტორი, კერძოდ, რომ გ. ც-მ მიიღო სხეულის დაზიანება, ასევე დააზიანეს თუ არა რაიმე ნივთები ე.და ჟ. ნ-ებმა.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს უფროსის 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილება ე .და ჟ. ნ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურა სსისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამიხელმძღვანელასაქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლისპირველინაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითდა
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონულისასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს უფროსის 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილება ე. და ჟ. ნ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შეახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.