საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹649აპ-11 3 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. ვ-ისა და ს. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განაჩენით ვ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 27 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით: ა. ფ-ი, ა. კ-ი და ს. ო-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 6.000-6.000 (ექვსი ათას-ექვსი ათასი) ლარი; სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2010 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით _ 2-2 (ორ-ორი) წელი და 6-6 (ექვს-ექვსი) თვე. მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 6.000-6.000 (ექვსი ათას-ექვსი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ფ-ს, ა. კ-სა და ს. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 6-6 (ექვს-ექვსი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 12.000-12.000 (თორმეტი ათას-თორმეტი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ისინი სასჯელს იხდიან 2010 წლის 27 აგვისტოდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 2 ცხენი მიქცეულ უნდა იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში; ვ. ვ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის მოწმობა ¹..., მართვის მოწმობა ¹..., ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი ¹..., 65 ლარი, ,,ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი ,,ჯეოსელის» სიმბარათით უნდა დაუბრუნდეს ვ. ვ-ს; ვ. ვ-ის მიერ გ. ჩ-ისათვის ქრთამის სახით გადაცემულ ფულად თანხას _ 3800 აშშ დოლარს უნდა გაუკეთდეს კონფისკაცია.
ა. კ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად უნდა დაუბრუნდეს ა. კ-ს.
ს. ო-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით, თურქეთის მოქალაქის პასპორტი ¹..., ს. ო-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა ¹..., მწყემსის საბუთი, ო. ს-ის სახელზე გაცემული მოწმობა ¹..., მომწვანო მძივების ასხმა უნდა დაუბრუნდეს ს. ო-ს; ს. ო-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 6910 აშშ დოლარი, 1165 თურქული ლირა და 10 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს. ო-ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ქ. კ-ასა და მსჯავრდებულებს _ ა. ფ-სა და ა. კ-ს შორის.
ა. ფ-ი და ა. კ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით; სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2010 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2-2 (ორ-ორი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1-1 (ერთ-ერთი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1-1 (ერთ-ერთი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალათ პირობითი მსჯავრით. მათვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 25.000-25.000 (ოცდახუთი ათას-ოცდახუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ფ-სა და ა. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 6-6 (ექვს-ექვსი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1-1 (ერთ-ერთი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5-5 (ხუთ-ხუთი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, 6-6 (ექვს-ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 25.000-25.000 (ოცდახუთი ათას-ოცდახუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა. ფ-ი და ა. კ-ი სასჯელს იხდიან 2010 წლის 27 აგვისტოდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ვ. ვ-ისა და ს. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.