დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.04.2000
საქმის ნომერი
2კ-8დად.-20000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 8 დად 14 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, შ. ასათიანი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზ.ბ-შვილი ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1 აპრილის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე და 121-ე მუხლებით. ერთობლივად შეფარდებული აქვს თავისუფლებს აღკვეთა ხუთი წლის ვადით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 26 იანვრიდან.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ზ. ბ-შვილი ითხოვს სასამართლო დადგენილებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართულები, რომ ეპატიოს დარჩებილი 10 თვე თავისუფლების აღკვეთა და გათავისუფლედეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის მოტივები, საფუძვლიანობა, მოისმინა პრიკურორის ლ. ყ-ის დასკვნა, რომელმაც იშუამდგომლა დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის დადგენილება ზ. ბ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

კერძო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს.