საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.01.2001
საქმის ნომერი
2კ-102კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 102კოლ 23 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასა-მართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. გ-ძე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მცხოვრები როსტოვის ოლქის, ქ. ბატაისკში, ამჟამად პატიმარი - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით (ძველი რედაქცია) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით. ერთობლივად შეეფარდა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 10 იანვრიდან.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით მ. გ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მ. გ-ძე 1999 წლის სექტემბრის თვეში როსტოვის ოლქის ქ. ბატაისკიდან დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდა ქ. ხონში, სადაც მას ადრე გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

2000 წლის 3 იანვარს მ. გ-ძე გაემგზავრა როსტოვის ოლქის ქ. ბატაისკში (მუდმივი ჩაწერის ადგილი) შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება “ოპიუმი”. ქ. ბა-ტაისკში მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 800 რუსულ რუბლად უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 80 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ოპიუმი”, რომელიც 2000 წლის 7 იანვარს ყაზბეგის საბაჟო საგუშაგოს გავლით, საქართველოს სა-ბაჟო საზღვარზე საბაჟო კოტროლისაგან მალულად გადმოიტანა და გადაზიდა ქ. ხონის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას.

2000 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე მ. გ-ძესთან საავადმყოფოში მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, ვინმე “ლევანი”, რომელიც მას გაეცნო რო-გორც ნარკოტიკების მომხმარებელი და სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკების შე-ძენაში. მ. გ-ძემ კონტრაბანდული გზით გადმოტანილი 80 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმიდან” აღნიშნულ პიროვნებაზე უკანონოდ გაასაღა და გადასცა 2 გრამი, ხოლო მისგან უკანონოდ შეიძინა 6 მლ. შხამიანი არანარკოტიკული ნივთიერება ძმარმჟავა ანჰიდრიდი. გ-ძემ 19,9 გრამი “ოპიუმი” მოიხმარა პირადად. 2000 წლის 10 იანვარს 09 საათზე ხონის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ¹ 6 პალატაში, სადაც იმყოფებოდა მ. გ-ძე, ხონის პოლიციისა და იმერეთის შს მთავარი სამხარეო სამმართველოს მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 58,1 გრამი “ოპიუმი”, 2 მლ. ნარკოტიკული ნივთიერება “ოპიუმის” ნაყენი და 5,2 მლ შხამიანი არანარკოტიკული ნივთიერება ძმარმჟავა ანჰიდრიდი, რომელიც შეიძინა და ინახავდა დადგენილი წესების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პა-ლატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. გ-ძე ით-ხოვს მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსსკ-ის 607-ე მუხლი და სასჯელის მოხდის აღსრულება გადაედოს, რადგან არის მძიმე ავადმყოფი, ხანდაზმული, მასთან საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მან ჩაიდინა კონტრაბანა და ნარკოტიკების გასაღება.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ე. ღ-შვილის დასკვნა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა თვლის, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ძის მიმართ გამოყენებული იქნეს სსკ-ის 607-ე მუხლის პირ-ველი ნაწილის “ა” პუნქტი და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმ-ჯობესებამდე, შეფარდებული სასჯელის მოხდა უნდა გადაუვადდეს შემდეგ გარე-მოებათა გამო: პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ,Mთითქოს მ. გ-ძეს არ ჩაუდენია კონტრაბანდა და არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება. მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც თვით მ. გ-ძის წინასწარ გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, ამოღებული ნივთმტკიცებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით, რის შესახებ დეტალურად იქნა მსჯელობა განაჩენში. ამასთან, უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული მ. გ-ძე არის დაავადებული მძიმე ავადმყოფობით. კერძოდ, სასამართლოს მიერ ჩატარებულ იქნა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მ. გ-ძეს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: მარცხნივ პლევრიტული შეხორცება, ქრონიკული ბრონქიტი, პნევმოსკლეროზი, მარცხენა ნახევრის ათჰეზიური პლევრიტი, გულის იშემური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია, აორტის სკლეროზი, მე-2-ა ხარისხის გულის უკმარისობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის ძველი მოტეხილობა, ყალბი სახსრის ჩამოყალილებით, კიდურის დამოკლებით და ფუნქციის მკვეთრი მოშლით.

ამჟამად მ. გ-ძის მდგომარეობა საყურადღებოა, ესაჭიროება მკურნალობა და ხანგრძლივი დინამიკური დაკვირვება, რაც შეეხება მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის ძველ ტრავმულ დაზიანებას (კიდურის დამოკლებით და ფუნქციის მოშლით), შესაძლებელია დადგეს ოპერაციული ჩარევის საკითხი. აღნიშნულის გამო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება შეიძლება ჩაითვალოს მძიმე ფორმის დაავადებად (იხილეთ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა).

იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მ. გ-ძე არის 70 წელს გადაცირებული, დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და ესაჭიროება მკურნალობა, ამასთან იგი თითქმის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება საპყრობილეში, პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე შეფარდებული სასჯელი მოხდის აღსრულება გადაუვადდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე, 607-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 სექტემბრის განაჩენში მ. გ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას შეფარდებული სასჯელის აღსრულება გადაუვადდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესამდე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მსჯავრდებულ მ. გ-ძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაამოწმოს ქ. ხონის ცენტრალურმა საავადმყოფომ და არსებითი გაუმჯობესების შესახებ აცნობოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.