დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.08.2001
საქმის ნომერი
2კ-33-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.08.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33I 7 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის განაჩენი რ. გ-ძის და დ. გ-შვილის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ქარელის რაიონის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი: რ. გ-ძე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის II ნაწილით და შეეფარდა 5 (ხუთი) წლით თ/აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით რ. გ-ძის მიმართ წინასწარ გამოძიებაში შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა და იგი დაპატიმრებულ იქნა სხდომის დარბაზშივე.

დ. გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 123-ე მუხლით და შეეფარდა 1 (ერთი) წლით თ/აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. Gგამოსაცდელ ვადად დაენიშნა ერთი წელი.G

განაჩენით რ. გ-ძე მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

რ. გ-ძე და დაზარალებული გ. გ-შვილი, რომლებიც მეზობლები არიან, ცხოვრობენ ხაშურის რაიონის სოფ. ... Mმათ შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც გ-შვილების პირუტყვმა გ-ძის კუთვნილი ნათესები დააზიანა.

რ. გ-ძემ, რომელიც კიდევ განაწყენებული იყო გ-შვილებზე, განიზრახა გაენადგურებინა გ-შვილების კუთვნილი ვაგონი, რასაც ეს ოჯახი საბძლად იყენებდა. Aამ მიზნით იგი 2000 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, შევიდა გ-შვილების ეზოში, სახლიდან წამოღებული პოლიეთილენის ბოთლში ჩასხმული ლიტრანახევარი ბენზინი შეასხა ეზოში მდგარ ვაგონს, სადაც გ-შვილების ოჯახი ინახავდა თივას და მოუკიდა ცეცხლი, რის შედეგადაც განადგურდა ვაგონი, თივის 360 წნეხი, ღირებული 1440 ლარად, სიმინდის ჩალის კონა, ღირებული 60 ლარად, ორი ქვევრი, ღირებული 200 ლარად, ხის კავი, ღირებული 60 ლარი, რკინის კასრი, ღირებული 10 ლარად, ცხენის უნაგირი, ღირებული 30 ლარად და ორი ათასი ამერიკული დოლარი.

დ. გ-შვილი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

ცეცხლის წაკიდების შემდეგ რ. გ-ძეს, რომელიც ცდილობდა მიმალვას, ადგილზე მოუსწრო გ. გ-შვილის ვაჟმა დ. გ-შვილმა, რომელმაც შეიპყრო იგი. შეპყრობის შემდეგ დ. გ-შვილმა რ. გ-ძეს ჯოხის დარტყმით მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 მაისის განჩინებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა ქარელის რაიონის პროკურატურას, იმ საფუძვლით, რომ წინასწარი გამოძიებისას დ. გ-შვილს ბრალად ისე შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 123-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომ მის მიმართ საერთოდ არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებულების რ. გ-ძისა და დ. გ-შვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ერთდროულად, მათ საბოლოოდ ერთიანი საბრალდებო დასკვნით წარედგინათ ბრალი, მაშინ, როდესაც არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების დადგენილება. წინასწარმა გამოძიებამ ისე დაამთავრა საქმის წარმოება დ. გ-შვილის მიმართ, რომელსაც ბრალად შეერაცხა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით რ. გ-ძისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება, რომ რ. გ-ძე არ ცნო დაზარალებულად.

კერძო საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას საოლქო სასამართლოში. Kკასატორის მითითებით, მართალია, საქმეში არ არის დ. გ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება, მაგრამ ასეთი არც არის საჭირო, რადგან საქმე აღძრულია გ. გ-შვილის საბძლის ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე. კანონმდებლობა სავალდებულოდ არ ხდის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას კონკრეტული პიროვნებების მიმართ. Kკასატორის განმარტებით, ვინაიდან Dდ. გ-შვილისა და რ. გ-ძის მოქმედებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ გამოძიება არ იყო ვალდებული, მათი ბრალდების სისხლის სამართლის სააქმეები გაეერთიანებინა ერთ წარმოებად. Kკასატორის მითითებით, მართალია, რ. გ-ძე წინასწარ გამოძიებაში არ იყო დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ აღნიშნული დარღვევის გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა, რამეთუ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა დაიშვება სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.

დაზარალებულმა გ. გ-შვილმა ნაწილობრივ დაუჭირა მხარი კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი შვილის, დ. გ-შვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო რ. გ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში.

ბრალდებულმა დ. გ-შვილმა ნაწილობრივ დაუჭირა მხარი კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა, მის მიმართ საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რ. გ-ძის მიმართ კი საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში.

ბრალდებულ რ. გ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. კ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორი სამართლებივი შეფასება მიეცა წინასწარი გამოძიებისას დაშვებულ საპროცესო დარღვევებს და განჩინება არის კანონიერი. ადვოკატმა ზ. კ-ძემ იშუამდგომლა, ბრალდებულ რ. გ-ძისათვის განაჩენით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების _ პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორს, დაზარალებულ გ. გ-შვილს, ბრალდებულGდ. გ-შვილს, ბრალდებულ რ. გ-ძის ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ. კ-ძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარ გამოძიებაში დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი მოთხოვნები, რაც არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს და რაც შემდეგში გამოიხატა:

საქმეში არ მოიპოვება რაიმე პროცესუალური დოკუმენტი დ. გ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. წინასწარ გამოძიებაში დ. გ-შვილს ბრალად შეერაცხა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რ. გ-ძეს კი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა,Eე. ი. Mმათ ბრალად წარედგინათ ერთმანეთისაგან განსხვავებულ დანაშაულთა ჩადენა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თითოეული დამოუკიდებული ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირის მიმართ ან თვით ფაქტზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულ იქნა გ-შვილების საბძლის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით. დ. გ-შვილის მიერ რ. გ-ძისათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა აღძრული, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 267-ე მუხლის მოთხოვნა.

დ. გ-შვილს და რ. გ-ძეს ერთი საბრალდებო დასკვნით წარედგინათ საბოლოო ბრალი ისე, რომ არ არსებობდა საქმეში სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების დადგენილება, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 245-ე მუხლის მოთხოვნები.

რ. გ-ძე, რომელსაც, როგორც გამოძიებამ მიიჩნია, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დ. გ-შვილმა, წინასწარი გამოძიების მიერ არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულად, რითაც დაირღვა მისი საპროცესო უფლებები, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლება, როგორიცაა დაცვის უფლება.

სააპელაციო პალატამ რ. გ-ძეს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა დაუტოვა უცვლელად, რაც არასწორია.

რ. გ-ძეს წინასწარ გამოძიებაში სწორად ჰქონდა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანდო ქცევის შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით გააუქმა, რადგან რ. გ-ძე ცნო დამნაშავედ და ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა პატიმრობა.

სააპელაციო პალატამ გააუქმა რა აღნიშნული განაჩენი, ფაქტობრივად, გააუქმა რ. გ-ძისათვის განაჩენით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა დარჩეს უცვლელი, რაც არ გამომდინარეობს საქმის არსიდან, რადგან რ. გ-ძის მიმართ განაჩენის გაუქმების შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო წინასწარ გამოძიებაში შერჩეული აღკვეთი ღონისძიება ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რ. გ-ძის მიმართ უნდა გაუქმდეს პატიმრობა და უცვლელად დარჩეს მის მიმართ წინასწარ გამოძიებაში შერჩეული აღკვეთის ღონისძიება ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. რ. გ-ძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

სააპელაციო პალატამ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა ქარელის რაიონის პროკურატურას. საქმე ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად სწორად იქნა Aაღძრული და გამოძიებული ხაშურის რაიონული პროკურატურის მიერ. სააპელაციო პალატამ კი საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა ქარელის რაიონის პროკურატურაში, რისი უფლებაც არ გააჩნდა. პალატას მიაჩნია, რომ საქმე საგამოძიებო ქვემდებარეობის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინება რ. გ-ძისა და დ. გ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელი.

საქმე საგამოძიებო ქვემდებარეობის გადასაწყვეტად გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

რ. გ-ძისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს და უცვლელი დარჩეს მისთვის წინასწარი გამოძიების მიერ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

რ. გ-ძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან.