ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-955აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2022
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე.
- საქმე №2კ-946აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2007
ასევე უკანონოდ გამოიყენა სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლები, არასწორი განმარტება და შეფასება მისცა საქართველოს საბაჟო კანონის 85-ე და 123-ე მუხლებს, ასევე _ სსსკ-ის 324-ე მუხლს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ა. ც-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განაჩენის გაუქმებას, ნ.
- საქმე №2კ-55კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2001
ა-ულმა გამოთქვა სურვილი, შერიგებოდა განსასჯელს, საქართველოს სსკ-ის 123-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, რასაც დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალმდებელი და განსასჯელი.
- საქმე №2კ-33-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.08.2001
გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 123-ე მუხლით და შეეფარდა 1 (ერთი) წლით თ/აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
- საქმე №330100118002429675 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2018
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება