განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 04.02.2000
საქმის ნომერი
2კ-5აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 5აპ 4 თებერვალი, 2000 წელი. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გ. ხაბულიანი

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ტურავა

განიხილა დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ხ-სა და მსჯავრდებულ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამრთლოს 1999 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ბ-ძე,წელს, ქართველი, ცოლშვილიანი, საშუალო განათლების მქონე, პენსიონერი, წარსულში ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში, _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 107-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფ-ლების აღკვეთა 2 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენით ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქ-ტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ ა. ბ-ძეს, რო-გორც ნასამართლობის მქონე პირს, სასჯელის მოხდა, ნაცვლად საერთო რეჟიმისა, შეეცვალა მკაცრით.

საკასაციო პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ხაბულიანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით ა. ბ-ძეს მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან აუცილებელი მო-გერიების ფარგლების გადაცილების დროს ჩაიდინა მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1999 წლის 5 მაისს, დაახლოებით 15.00 საათზე, ა. ბ-ძემ ე. წ. ზე-ინდრის ჭალებში, მასზე გაპიროვნებული მიწის ნაკვეთში, რომელიც დამუშავებული და დათესილი ჰქონდა, დაინახა მეზობლად მცხოვრები აწ გარდაცვლილი მ. ხ-ძის კუთვნილი პირუტყვი, რომელიც აზიანებდა სიმინდის ნათესებს. პირუტყვის გარეკვის შემდეგ დაინახა ჭალებისაკენ მიმავალი მ. ხ-ძე, დაუძახა და მასთან მი-ვიდა, რათა გაეფრთხილებინა უმეთვალყურეოდ არ დაეტოვებინა საქონელი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დ. ქ-ძის გაპიროვნებული მიწის ნაკვეთში, სადაც ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მ. ხ-ძემ თანქონებული საქონლის დასაბმელი რკინის სოლით ორჯერ დაარტყა მას ჯერ მარჯვენა ხელის მტევნის, შემდეგ ბეჭის არეში და ამის შემდეგ, როდე-საც აპირებდა რკინის სოლის თავის არეში დარტყმას, ა. ბ-ძემ თავდაცვის მიზ-ნით თანქონებული ნაჯახით, გადააჭარბა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ერთხელ ჩაარტყა თავის არეში მ. ხ-ძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი, წინასწარი გამოძიებისათვის დაბრუნებას. კა-სატორი თვლის, რომ ა. ბ-ძის ჩანადენი შეუსაბამოა საქართველოს სსკ 107-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებასთან და იგი უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ 104-ე მუხლზე.

მოცემულ საქმეზე შემოტანილი მსჯავრდებულ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრე-ბის მოტოვების საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატ ი. ხ-ის განმარტება, რომლითაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას _ განაჩენის გა-უქმებასა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, პროკურორ ე. ტ-ის დასკვნა, რომლითაც იგი მოითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვე-ბას, თვლის, რომ ა. ბ-ძის მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ა. ბ-ძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, საბრალდებო დასკვნასა და გამამტყუნებელ განაჩენებში მთლი-ანობაში არ არის ასახული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

შემთხვევის დღეს, 1999 წლის 5 მაისს, 17 საათზე, ბრალის აღიარებით შს ვანის რაიგანყოფილებაში გამოცხადებულმა ა. ბ-ძემ განმარტა, რომ "სოფელ ზეინდარში, ე. წ. ჭალების ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე თავის არე-ში ნაჯახის ჩარტყმით ჭრილობა მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ მ. ხ-ძეს". იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე გაყვანილმა ა. ბ-ძემ აჩვენა, რომ "დაახლოებით 16 საათზე იგი შეხვდა თანასოფლელ მ. ხ-ძეს და ამ უკანასკნელთან ურთიერთ-შელაპარაკებისას თავის არეში ნაჯახის დარტყმით მიაყენა დაზიანება".

იმავე დღეს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ა. ბ-ძემ მიუთითა: "შელაპარაკები-სას მ. ხ-ძემ მოულოდნელად მომიქნია მარჯვენა ხელში არსებული რკინის სო-ლი, რომელიც მომხვდა მარჯვენა ხელის მაჯაზე, მან მეორეჯერაც მომიქნია რკინის სოლი, რომელიც მომხვდა მარჯვენა ბეჭზე, ამის შემდეგ მე თავდაცვის მიზნით მას მოვუქნიე ხელთ არსებული ნაჯახი, რომელიც მ. ხ-ძეს მოხვდა მარ-ცხენა თავის არეში". შემთხვევის მეორე დღეს, 6 მაისს ადვოკატის თანდასწრებით ეჭვმიტანილად დაკითხულმა ა. ბ-ძემ განაცხადა, რომ "მ. ხ-ძე გაბრაზდა და გა-მოიწია ჩემსკენ რკინის სოლით, რომელიც მას ხელში ეჭირა. მ-მ მომიქნია რკი-ნის სოლი ერთხელ და იგი მომხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე მაჯის არეში ზემოდან, მ-მ მეორეჯერაც მომიქნია რკინის სოლი და იგი მომარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. მე როგორც შემეძლო, ვიცავდი თავს. მესამეჯერაც გამოიწია რკი-ნის სოლით დასარტყმელად. ამჯერად, შევატყვე, რომ მას სურდა რკინის სოლი ჩემთვის ჩაერტყა თავში. მე მომენტალურად ხელთ არსებული ნაჯახი მოვიქნიე თავის დასაცავად მ. ხ-ძის მიმართულებით, არ ვიცი, როგორ და რანაირად მოხვ-და ნაჯახი მას მარცხენა თავის ნაწილში, ოდნავ ყურის ბიბილოს ზემოთ. მ. მომენტალურად წაიქცა მიწაზე".

1999 წლის 7 მაისს კი ბრალდებულის სახით დაკითხულმა ა. ბ-ძემ გან-მარტა, "რომ მ-ს კვლავ მესამეჯერ არ დაერტყა ჩემთვის რკინის სოლი თავში და არ მოვეკალი, ჩემდა უნებურად, მარჯვენა ხელი, რომელშიც მეჭირა ნაჯახი, მოვიქნიე მ-ს მიმართულებით და იგი მოხვდა მას მარცხენა თავის არეში... მე მოვედი აზრზე, თუ რა მოხდა, ნაჯახი დავდე მიწაზე"...

წინასწარმა გამოძიებამ, იხელმძღვანელა რა ა. ბ-ძის აღნიშნული შეუმოწმებე-ლი ჩვენებებით, მისი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ 107-ე მუხლით, როგორც მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს. აღნიშნული სავარაუდო ბრალდებით წარიმართა საქმე სასამართლოში განსახილველად 1999 წლის 25 აგვისტოს ისე, რომ სისხლის სამართლის პასუ-ხისგებაში მიცემიდან ე. ი. 1999 წლის 7 მაისიდან 25 აგვისტომდე საქმის ირ-გვლივ შეკრებილი მამხილებელი მტკიცებების ირგვლივ ბრალდებული არ დაკითხულა და მას არ წარდგენია საბოლოო ბრალდება საქმეზე შეკრებილი იმ მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ ა. ბ-ძე ემუქრებოდა დაზარალებულს, მკვლელობის დღეს ხანგრძლივი დროის მანძილზე წვიმაში ნა-ჯახით ხელში ელოდებოდა მას ყანაში; არ ჩატარებულა მოწმეებთან დაპირისპირება მათ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად, არ ყოფილა გათვალისწი-ნებული სასამართლო სამედიცნო და კომისიური ექსპერტიზების დასკვნები, რომელთა მიხედვითაც მ. ხ-ძეს "ძლიერი დარტყმით მიყენებული აქვს მარცხენა საფეთქლის მიდამოში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც დაირღვა თავის ტვინის ანატომიური მთლიანობა და რამაც განაპირობა მისი სიკვდილი"... ექსპერტიზას ძალზე ძნელად წარმოსადგენად მიაჩნია, რომ თავის არეში მიყენებული დაზიანების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით მ. ხ-ძეს შეეძლო რაიმე მიზანდასახული მოქმედების შესრულება".

რეაგირების გარეშეა დატოვებული ქიმიური და კრიმინალისტიკური ექსპერტი-ზების დასკვნები: "ლითონის სოლის ზედაპირზე ამოღებულ ბოჭკოებს შორის არ აღმოჩნდა ბოჭკოები, რომლებიც გვარობრივი მინიშნებით, ბუნებით, ფერით, მორფო-ლოგიით ერთნაირია იმ ბოჭკოებთან, რომლებიც შედიან ა. ბ-ძის ქურთუკის ქსოვილის შემადგენლობაში".

აღნიშნული მტკიცებების საფუძველზე თ. ბ-ძის ქმედების განზრახ მკვლელობით დაკვალიფიცირების ნაცვლად, წინასწარი გამოძიება საქმეზე დამთავრებული იქნა ვარაუდზე დამყარებული ბრალდებით ისე, რომ ჩატარებული ექსპერტიზების დანიშვნის დადგენილებებს და მიღებულ დასკვნებს მსჯავრდებული არ გაცნობია და არ დაკითხულა, რაც საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ირგვლივ შეკრებილი მასალების გათვალისწინებით წინასწარ გამოძიებას უნდა ემსჯელა, თუ რატომ არ შეიძლებოდა წარდგენოდა ა. ბ-ძეს ბრალი ჩხუბის დროს განაწყენებისა და შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, აგრეთვე, რომ დარღვეულ იქნა დაზარალებული მხარის რეალური დაცვის უფლება, რადგან მისი კატეგორიული მოთხოვნა კვალიფიკაციის დამძიმებით შეცვლის შესახებ რეაგირების გარეშეა დატოვებული როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებუ-ლია ცალმხრივად, საქართველოს სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით, ხოლო როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ საქმის წინასწარ გამოძიებაში დასაბუთებული განჩინებით დაბრუნების ნაცვლად, მთლიანად გაიზიარა გამომძიებლის პირად მოსაზრებაზე დამყარებული, ექპერტიზის დასკვნების გაუთვალისწინებლად შედგენილი ბრალდების ფაბულა, რომლის მიხედვითაც დადგენილია განაჩენები. საქმის ირგვლივ შეკრებილი ერთობლივი მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენე-რალურ პროკურატურას.

საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს:

1. საქმეზე დამატებითი გამოძიებით შემოწმდეს დაზარალებული მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა ა. ბ-ძემ ჩაიდინა მ. ხ-ძის განზრახ მკვლელობა შურისძიებით ან უმნიშვნელო მოტივით დამამძიმებელ გარემოებაში. უნდა გაირკვეს, ხომ არ იმყოფებოდა თვით დაზარალებული მ. ხ-ძე მსჯავრდებულ ა. ბ-ძის მხრიდან საზოგადოებრივად საშიში თავდასხმის მდგომარეობაში;

2. კრიტიკულად დაიკითხოს მსჯავრდებული სხვადასხვა დროს მის მიერ მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებში წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად საქმის ირგვლივ შეკრებილი სხვა მამხილებელ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მოწმეებთან დაპირისპირებით;

3. მსჯავრდებულის ჩვენებების შეფასებისას გათვალისწინებული იქნეს არა მარტო მოკლულის გვამზე ჩატარებული ექპსრტიზების, არამედ თვით ა. ბ-ძის სამედიცინო შემოწმებისა და მისივე ქურთუკზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებიც წინააღმდეგობაშია მის მიერ წამოჭრილ ვერსიასთან დაზარალებულის მხრიდან თავდასხმის შესახებ.

4. შეკრებილი ფაქტობრივი მტკიცებულებისა და მკვლელობის მექანიზმის (განაწყენებული

ა. ბ-ძე გრძელტარიანი ნაჯახით ხელში მიდის დაზარალებულ მ. ხ-ძესთან, რომელიც დაბმულ პირუტყვს უშვებს. შემთხვევის ადგილის დათვალი-ერებისას ნანახი პირუტყვის დასაბმელი მოკლე რკინის სოლი თავდასხმის იარაღად არ ფიგურირებს მსჯავრდებულის პირველ ორ განმარტებაში, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ შელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მ. ხ-ძეს მიაყენა ჭრილობა. შემდგომ მსჯავრდებულის მითითება მასზე მ. ხ-ძის თავდასხმისას რკინის სოლით მასზე დაზიანების მიყენების შესახებ ექსპერტიზებით არ დასტურდება) გათვალისწინებით, აგრეთვე, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, მიეცეს ა. ბ-ძის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და წარედგინოს მას საბოლოო ბრალდება;

5. წინასწარმა გამოძიებამ უზრუნველყოს საქმის მასალების კანონით გათვალისწინებული წესებით გაცნობა როგორც დაზარალებულისათვის, ასევე მსჯავრდებულისათვის.

სრულყოფილი წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ საქმე წარიმართოს ქვემდებარეობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება საქმის წარმოებით შეწყვეტის მოთხოვნით მსჯავდრებულის საკასაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 16 დეკემბრის განაჩენები მსჯავრდებულ ა. ბ-ძის მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლოს მიერ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა ა. ბ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად და პატიმარი ჩაერიცხოს საქართველოს პროკურატურას.

მოცემულ საქმეზე შემოტანილ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას, ხოლო დაზარალებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცებულ პიროვნებასთან ორჯერ სქესობრივი კავშირის დაჭერა ძალადობით არ იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირების საფუძველს.