დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.03.2000
საქმის ნომერი
2კ-10კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 10-კოლ 1 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, მ. ტურავა

განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სასა-მართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების უფროსის ლ. ზ-ას საკასაციო საჩივარი და ადვოკატ შ. ფ-ას შესაგებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 5 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ე. შ-იას, ქართველს, სამართალში არყოფილს, იძულებით ადგილგადანაცვლებულს, მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილით წარგენილი ბრალდება, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა ორი წლით თავის-უფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა 2 წლის პირობით გამოსაცდელი ვადით.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე. შ-იას სასამართლომ უკანონოდ მოუხსნა სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაცემას. ადვოკატის შესაგებელი მხარს არ უჭერს რა საკასაციო საჩივარს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული მკაცრად იქნა დასჯილი.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გამოძიების მიერ ე. შ-იას ბრალი დაედო მასში, რომ 1999 წლის აგვისტოში მან რუსეთის ქალაქ პეტერბურგში ¹ 147 აფთიაქში 200 რუსულ რუბლად დედისათვის შეიძინა მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ ოცი კაფსულა, ანუ ერთი გრამი „ტრამადოლ _ 3", აგრეთვე, იმავე ქალაქში მეტროპოლიტენის სადგურ „პიონერსკაიასთან" უცნობი პიროვნებისაგან 30 რუბლად შეიძინა 0,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამალი". 1999 წლის 2 სექტემბერს მან უკანონოდ შეძენილი და შენახული ზემოთ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები პეტერბურგი_სენაკის ¹ 8885 ავია რეისით უკანონოდ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე და უკანონოდ ინახავდა დედის _ ჟ. შ-იასათვის გადასაცემად. ბრალდების ეს ფაბულა გამოძიების მიერ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილით და 252-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ე. შ-იას მიერ ქ. პეტერბურგში შეძენილი და საქართველოში შემოტანილი მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები არ არის და ჩვეულებრივად იყიდება ლიცენზირებულ აფთიაქებში, განსასჯელს ისინი რაიმე სამალავაში არ მოუთავსებია და სხვა ნივთებთან ერთად ჩადო ხელ-ჩანთაში, მისი განმარტებით შეიტანა დეკლარაციაში, რომლის მოპოვება და საქ-მეზე დართვა გამოძიებამ ვერ უზრუნველყო, დეკლარაციის შევსების გარეშე კი ბრალდებაში მითითებული თვითმფრინავით საერთოდ ვერ იმგზავრებდა, განსასჯელს მოუხსნა სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში გაამართლა. სასამართლომ ასევე დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ ე. შ-იამ მთითებული ნარკოტიკები გასაღების მიზნით შეიძინა და ამ ნაწილში მისი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილზე.

პროკურორის საკასაციო საჩივარი კონტრაბანდის ნაწილში ე. შ-იას გამართ-ლებას უკანონოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ თითქოს „ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებებისა, წარმოადგენს კონტრაბანდას".

სასამართლო პალატამ მოისმინა რა პროკურორის დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის ადვოკატის გამოსვლა, რომელიც არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ე. შ-ია მკაცრადაც კი არის დასჯილი, შეისწავლა საქმის მასალები და განაჩენის კანონიერება, გააანალიზა საჩივრის მოტივები და საფუძვლები, მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო კოლეგიამ სწორი იურიდიული შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან გაითვალისწინა დამნა-შავის პიროვნება და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი. საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ საბაჟო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების გადმოტანა, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, ყველა შემთხვევაში კონტრაბანდას წარმოადგენს, ყოველგვარ იურიდიულ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ასევე, უსაფუძვლოა ადვოკატის შესაგებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ

ე. შ-იას მიმართ დადგენილი განაჩენი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში მკაცრია. სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ხასიათი და დამნაშავის პიროვნება, ე. შ-იას საბოლოოდ მხოლოდ პირობითი სასჯელი განუსაზღვ-რა, რაც ზედმეტად მკაცრად და აქედან გამომდინარე, უკანონოდ არ შეიძლება ჩაითვალოს,ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორის საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე უარყოფილ იქნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 5 იანვრის განაჩენი ე. შ-იას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება ძალში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩნეილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.