განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 21.03.2013
საქმის ნომერი
2კ-675-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№6751-13 21 მარტი, 2013 წელი

ჩ-ა ი. , 6751-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ ი. ჩ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ი. ჩ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2 000 ლარი.

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეკრების წესით, ი. ჩ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩარეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ჩ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ჩ-ა მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ჩ-ას 1/3-ით შეუმცირდა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჩ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ითხოვა სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლება, ხოლო დარჩენილ პირობით სასჯელზე – იმავე კანონის მე-4 მუხლის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ჩ-ას მიმართ სასჯელის ზუსტად განსაზღვრის თაობაზე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლში აღნიშნულია: ,,ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. იმავე კანონის მე-18 მუხლით კი: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ჩ-ას 1/3-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით დანიშნული გამოსაცდელი ვადა და უნდა განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული, 1/3-ით შემცირებული 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ჩ-ას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა – 1 წლით.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის დამატებითი სასჯელის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ჩ-ას 1/3-ით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით დანიშნული გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული, 1/3-ით შემცირებული 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ჩ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა – 1 წლით.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის დამატებითი სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე