საზედამხედველო

სისხლის სამართლის 29.11.2013
საქმის ნომერი
499აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №499აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი ლ-ა თ., 499აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით თ. ლ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2500-2500 ლარის ოდენობით; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 2 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 8 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2009 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ლ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები – გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 23 ნოემბრიდან 2011 წლის 26 ოქტომბრამდე.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა თ. ლ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ლ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: თამარ ლეჟავასათვის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 3 წელი, 9 თვე და თ. ლ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ლ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლი, (2 ეპიზოდი) ჩაიდინა 2009 წლის 28 და 30 სექტემბერს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გამოტანამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თ. ლ-ა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი), (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე.

ამდენად, თ. ლ-ას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას ამავე განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ლ-ას ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 26 ოქტომბრამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

თ. ლ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ამავე განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ლ-ას ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 26 ოქტომბრამდე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე