შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.01.2014
საქმის ნომერი
661აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№661აგ-13 29 იანვარი, 2014 წელი

ჩ-ა თ.- 661აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით თ. ჩ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

თ. ჩ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ. ჩ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

ამავე განაჩენით ბ. ჯ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. ჯ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ. ჯ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით თ. ჩ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ. ჩ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ბ. ჯ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ. ჯ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულების - თ. ჩ-ასა და ბ. ჯ-ას შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

მსჯავრდებულ თ. ჩ-ას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და თ. ჩ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას მიმართ, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ბ. ჯ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება თ. ჩ-ას მიმართ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება ბ. ჯ-ას მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის თაობაზე თ. ჩ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

მოცემულ შემთხვევაში თ. ჩ-ას სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც შეესაბამება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილს. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა, რომ თ. ჩ-ას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ. ჩ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 16 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნაწილი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თ. ჩ-ას პირობით ჩაეთვალა არა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, არამედ - სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიით შემცირებული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით თ. ჩ-ას საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 წელი და 9 თვე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით. გამოსაცდელი ვადა - 3 წელი უნდა დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ თ. ჩ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 2 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2006 წლის 10 ოქტომბრისა და განაჩენის გამოტანის დროის - 2014 წლის 29 იანვრის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი აქვს 7 წელი, 3 თვე და 19 დღე. შესაბამისად, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით, 3 თვითა და 19 დღის ვადით - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. თ. ჩ-ას სასჯელად უნდა განესაზღვროს - 1 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. ჩ-ა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე მის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი და ეს სამართლებრივი შეცდომა განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირსაც ეხება, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს ამ მსჯავრდებულის მიმართაც.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას საბოლოოდ დანიშნული სასჯელი მთლიანად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ისევე, როგორც თ. ჩ-ას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით ბ. ჯ-ას საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 წელი და 9 თვე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით. გამოსაცდელი ვადა - 3 წელი უნდა დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 2 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2006 წლის 10 ოქტომბრისა და განაჩენის გამოტანის დროის - 2014 წლის 29 იანვრის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი აქვს 7 წელი, 3 თვე და 19 დღე. შესაბამისად, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით, 3 თვითა და 19 დღის ვადით - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. ბ. ჯ-ას სასჯელად უნდა განესაზღვროს - 1 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ. ჯ-ა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების - თ. ჩ-ასა და ბ. ჯ-ას სასიკეთოდ, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით თ. ჩ-ას მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 წელი და 9 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალოს პირობით. გამოსაცდელი ვადა - 3 წელი დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ თ. ჩ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 2 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2006 წლის 10 ოქტომბრისა და განაჩენის გამოტანის დროის - 2014 წლის 29 იანვრის გათვალისწინებით, 7 წლით, 3 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს მოხდილად.

თ. ჩ-ას სასჯელად განესაზღვროს - 1 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თ. ჩ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით ბ. ჯ-ას საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 წელი და 9 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე, ჩაეთვალოს პირობით. გამოსაცდელი ვადა - 3 წელი დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 2 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2006 წლის 10 ოქტომბრისა და განაჩენის გამოტანის დროის - 2014 წლის 29 იანვრის გათვალისწინებით, 7 წლით, 3 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს მოხდილად.

ბ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვროს - 1 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბ. ჯ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

მ. ოშხარელი