შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№151-14 26 მარტი, 2014 წელი
გ-ა თ., 151-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
ადვოკატ – მ. ც-ის
მსჯავრდებულ - თ. გ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ასა და მისი ადვოკატის - მ. ც-ის საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით თ. გ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1997 წლის 1-ლ მაისამდე მოქმედი რედ.) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1997 წლის 1-ლ მაისამდე მოქმედი რედ.) - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც ასევე გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. გ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. გ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. გ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა თ. გ-ამ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში. ამასთანავე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და მას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. გ-ას უნდა გაუნახევრდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 5 თებერვლიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. გ-ასა და მისი ადვოკატის - მ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. გ-ას გაუნახევრდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ. გ-ას სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 5 თებერვლიდან.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე