საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №38აპ-14 ქ. თბილისი
ხ-ი მ. 38აპ-14. 22 ივლისი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მ. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ვ. გ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნ. ლ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ. რ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ტ. ჩ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. გ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
იმავე განაჩენით:
გ. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ა. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ლ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. ხ-ი, გ. ბ-ე, ს. ს-ე და ა. ბ-ე გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ. ლ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
მათვე განემარტათ, რომ საქართველოს სსსკ–ის 276–ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებები ა. ბ-ისა და ს. ს-ის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობებიდან გადაყენების შესახებ და ისინი აღდგენილ უნდა იქნენ შესაბამის თანამდებობებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი