საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 26.11.2014
საქმის ნომერი
87აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.11.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №87აგ-14 26 ნოემბერი, 2014 წელი

ნ-ი ზ.- 87აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა, რომლითაც ის ითხოვს არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით – 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი) – 3-3 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით – 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 135-ე მუხლითა და 214-ე მუხლით – 1-1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ზ. ნ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა: ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტები გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“, „ო“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ნ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ნ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებითა და მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით ზ. ნ-ი შეწყალებულ იქნა, ხოლო საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლების თარიღად მიეთითა 2021 წლის 29 ოქტომბერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

2014 წლის 29 ივლისს მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2014 წლის 20 ნოემბერს შემოსული შუამდგომლობით ზ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი ითხოვს, რომ არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს საჩივარი, ამიტომ ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი