საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №474აპ-14 ქ. თბილისი
ა-ა ქ.- 474აპ-14. 27 მარტი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენით ქ. ა-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 12.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ქ. ა-ას, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქ. ა-ას 1 წლით ჩამოერთვა ფარმაცევტული საქმიანობისა და სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის ათვლაც დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2014 წლის 23 ივნისიდან.
ქ. ა-ას 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
გაუქმდა ქ. ა-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ზ. ა-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ...-ში (საკადასტრო კოდი - ...).
ასევე გაუქმდა ქ. ა-ას მიმართ გამოყენებული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ (სამუშაო დღეებში), გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადებისა და ანგარიშგების, ნარკოლოგიური გამოკვლევისა და შესაბამისი ცნობის გამომძიებელთან წარდგენის ვალდებულება.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
ქ. ა-ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, 2 კონტეინერზე განთავსებული 10–10 ცალი ყავისფერი მირჩილული (ორივე მხრიდან) 20 ამპულა, თითოეული წარწერით: „BRUZEPAM. БРЮЗЕПАМ ДИАЗЕПАМ 10МГ/2МЛ“, შევსებული მოყვითალო ფერის სითხით 2 მლ ოდენობით, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - 0,2 „დიაზეპამს“;
მუყაოს 3 კოლოფში წარწერით „ДИАЗЕПЕКС Diazepamum 5mg“ მოთავსებული 6 ვერცხლისფერ კონვალუტაზე, წარწერით: „ДИАЗЕПЕКС Diazepamum 10 таблеток по 5 mg.“ განთავსებული 60 თეთრი, მრგვალი ფორმის აბი, შუაში ნაჭდევით, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - 0,3 გრამ „დიაზეპამს“.
უფერო, გამჭვირვალე პოლიმერული მასალით გადაკრულ ვერცხლისფერ კონვალუტაზე, წარწერით: „СИБАЗОН Diazepam 5mg“ განთავსებული თეთრი, მრგვალი ფორმის 9 აბი, ფიგურული ნაჭდევით, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - 0,045 გრამ „დიაზეპამს“.
1 ვერცხლისფერ კონვალუტაზე და 1 კონვალუტის ნაჭერზე, წარწერით: „СИБАЗОН Diazepam 5mg“. განთავსებული თეთრი, მრგვალი ფორმის (10 და 8), სულ 18 აბი, ფიგურული ნაჭდევით, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - 0,09 გრამ „დიაზეპამს“ საერთო ოდენობით - 0,635 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მუყაოს კოლოფში წარწერით: „БЕЛАТАМИНАЛ PN001203/01“ მოთავსებული 2 ვერცხლისფერ კონვალუტაზე და 1 კონვალუტის ნაჭერზე, თითოეული წარწერით: „БЕЛАТАМИНАЛ“ განთავსებული 28 ყვითელი, მრგვალი ფორმის აბი, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება „ფენობარბიტალს“, საერთო რაოდენობით – 0,56 გრამი.
უფერო, პოლიმერული მასალით გადაკრულ ვერცხლისფერ კონვალუტის ნაჭერზე, ნაწილობრივი წარწერით: „LY. RICA 150“, განთავსებული 1 თეთრი კაფსულა, წარწერით: „PGN 150 pfizer“, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“– 0,15 გრამს, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ქ. ა-ას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ქ. ა-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი