საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #277ap-15. ქ. თბილისი
ჯ-ი მ.-277აპ–15. 10 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენსა და მისი კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მ. ჯ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით გაუქმდა: მ. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა მ. ჯის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა მისი დისტანციური დაკითხვის თაობაზე.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენსა და მისი კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე