საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100114002871074
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№861აპ-19 ქ. თბილისი
ხ. ი., 861აპ-19 28 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ხ-ს - - - ბრალად დაედო ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ყ-ის რაიონის სოფელ გ-ში, ი. ხ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე მისი შვილის, ე. ხ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულ თ. -ზე მოახდინა ზემოქმედება, რის გამოც თ. ხ-მა შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება.
2013 წლის 18 ნოემბერს, ყ-ის რაიონის სოფელ გ-ში, ი. ხ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე მისი შვილის, ე. ხ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაბარებულ ვ. ხ-ზე მოახდინა ზემოქმედება, რომ მას სასამართლო პროცესზე შეეცვალა და მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ი. ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის ოქტომბრის - თ. ხ-სა და 2013 წლის 18 ნოემბრის - ვ. ხ-ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა და ითხოვა ი. ხ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. ი. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა არ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა შორის გამოიკვეთა ისეთი ხასიათის შეუსაბამობები, რომლებმაც გააჩინა ეჭვი მის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი