1. გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242
საქართველოს 2015 წლის
18 დეკემბრის
კანონი №4678
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4678
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(84)
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გამოიკვეთა სამოხელეო დანაშაულის, უკანონო დაკავების, დაპატიმრებისა და მსჯავრდების, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 372-ე, 375-ე და 369¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ნიშნები. 12.5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მათ შორის, 2025 წლის 12 ივნისს (ტ.
- საქმე №2კ-105აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2026
პ-ს ბრალად დაედო: დაზარალებულის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რასაც თან ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობის მუქარა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა ( საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).
- საქმე №2კ-38აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2026
წელს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
- საქმე №2კ-1057აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2026
ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
- საქმე №29აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
…(სამი ეპიზოდი, 2017 წლის 4 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №2კ-918აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-929აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №2კ-366აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
- საქმე №2კ-1351აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №2კ-3აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2025
- საქმე №2კ-1380აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2025
- საქმე №2კ-253-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-174-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №2კ-144-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №2კ-70-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2024
- საქმე №2კ-530აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №2კ-351აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №2კ-842აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2023
- საქმე №2კ-792აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №2კ-1129აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2023
- საქმე №2კ-560აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
- საქმე №2კ-563აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-936აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №2კ-768აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2021
- საქმე №2კ-249აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2020
- საქმე №2კ-861აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2020
- საქმე №2კ-815აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2020
- საქმე №2კ-252აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2019
- საქმე №2კ-111აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2019
- საქმე №2კ-813აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2019
- საქმე №2კ-341აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2018
- საქმე №2კ-664აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2018
- საქმე №2კ-482აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2018
- საქმე №2კ-89აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №2კ-756აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.06.2017
- საქმე №2კ-633აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.03.2017
- საქმე №2კ-121აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2016
- საქმე №2კ-227აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №2კ-192აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება