მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-22-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2020
ნ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 368-ე მუხლით. 2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, ბათუმის რაიონული…
- საქმე №2კ-203აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2017
ზ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი.
- საქმე №ას-693-647-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
კასატორი მოითხოვს საკასაციო პალატა გაეცნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 368-ე და 369-ე მუხლებს და დაადგინოს თუ რა დანაშულია ჩადენილი მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ. სამოტივაციო ნაწილი: 32.
- საქმე №1012აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2014
მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151–ე მუხლით - ჯარიმა 800 ლარი, 368–ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 800 ლარი.
- საქმე №2კ-32აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2010
ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქმე №ბს-1152-1103(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2008
- საქმე №2კ-120კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2005
- საქმე №ბს-1442-1172-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2005
- საქმე №330210017002111932 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080100116002710323 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2018
- საქმე №020100119002853214 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 16.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება