დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2024
საქმის ნომერი
2კ-174-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330141224010143342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1741-24 4 დეკემბერი, 2024 წელი

დ–ე ა., N1741-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, ა. დ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით, ა. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით, ა. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. დ–ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 16 ივნისიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებული ა. დ–ე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით (რაც სრულად ჰქონდა ნაშთანთქი 2023 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს).

მსჯავრდებულ ა. დ–ს მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2233 -ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე.

7. ა. დ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მასალების გახედვა, ვინაიდან სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით, შეკრებითობის პრინციპით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების ფაქტი. მსჯავრდებულის პოზიციით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 1331 მუხლით, 1332 მუხლით, 1351 მუხლით, 142-ე−1443 მუხლებით, 1501 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე−159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 1721 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−2351 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−2552 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 2731 მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე−345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 3531 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით.

4. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით ა. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელზეც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

5. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით (რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით) ა. დ–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, ხსენებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ამდენად, ა. დ–ს მოთხოვნა საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ უსაფუძვლოა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. დ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე