1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
21. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ქმედებისათვის
იურიდიული
პირი
ისჯება
ჯარიმით
ან
საქმიანობის
უფლების
ჩამორთმევით.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2674 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.38
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის კანონი
№5444
- ვებგვერდი, 29.06.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.06.2016 კანონი №5444
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №30აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2026
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
- საქმე №18აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2025
…5 თებერვლის განაჩენზე. 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
…ი ნ ა წ ი ლ ი: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით: გ. გ–ე (პ/ნ............) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 1.1.
- საქმე №11აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2025
…5 თებერვლის განაჩენზე. 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №4აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
- საქმე №38აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
- საქმე №30აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №25აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №2კ-174-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №35აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №2კ-144-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №2კ-68-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №2კ-70-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2024
- საქმე №21აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №7აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2024
- საქმე №4აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2023
- საქმე №2კ-1128აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2022
- საქმე №1393აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2014
- საქმე №2კ-17-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2014
- საქმე №2კ-18-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2014
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება