განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#171-14 26 მარტი, 2014 წელი
ლ-ე ზ.- 171-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
ადვოკატ _ მ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 364–ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59 მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ, ზ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – ზ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ეს ¼-ით შეუმცირდა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ლ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა საჩივრით ითხოვეს სასჯელის ვადის ზუსტად ათვლა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლში აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლეობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“, ხოლო იმავე კანონის მე–12 მუხლის თანახმად კი დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რადგან ზ. ლ-ე იყო ნასამართლობის არმქონე პირი (რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე), ხოლო სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმავე კანონის მე-3, ხოლო სსკ-ის 25, 210-ე მუხლთან დაკავშირებით - მე-12 მუხლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ე უნდა გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით სსკ-ის 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ე გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით სსკ-ის 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილ