საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №192აპ-15 ქ. თბილისი
ნ-ი ი, 192აპ-15 24 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ლ-ს, მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს, მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ა და მსჯავრდებულ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით:
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) და ამ ეპიზოდში გამართლდა.
ზ. ძ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ძ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ძ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ძ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 აგვისტოდან.
თ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნ. ხ-ს ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ თ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 აგვისტოდან.
თ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით.თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ქ. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 აგვისტოდან.
ი. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ.ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ნ. ხ-ს ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ ი. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 02 აგვისტოდან.
ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 26 სექტემბრიდან.
ც. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. წიკს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ. ი-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ჯ-ა და ი. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. პ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ყ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ხ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ქ. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ნ. ხ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ც. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 აგვისტოდან.
გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აგვისტოს №12-28-13, 2013 წლის 24 აგვისტოს №12-29-13, 2013 წლის 12 სექტემბრის #12-31-13, 2013 წლის 19 ოქტომბრის №12-36 განჩინებები და განაჩენის აღსრულების დროს ყადაღა უნდა მოეხსნას:
ი. ი-ს (მცხოვრები ს-ი, ქ. ს-ი დ-ს ქ, N) საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარეს ქ. რ-ი, მე- მკ/რნ N-ში. (საკადასტრო კოდით ); ნ. ყ-ს (პირადი N) საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარეს ქ. რ-ი, მე- მკ/რ N-ში (საკადასტრო კოდით); ლ. პ-ს (მცხოვრები ს-ი, ქ. კ-ა, ლ-ს ქუჩა N ) საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარეს ქ.რ-ი, მე- მკ/რნ N-ში (საკადასტრო კოდით ); რ. ქ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარეს ქ. რ-ი, შ-ს N-ში (საკადასტრო კოდით ); ა. ხ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარეს ქ.რ-ი, მე- მ/რ N (საკადასტრო კოდით ); ც. ც-ს საკუთებაში არსებულ ქ. რ-ი, მ-ს გამზირის პირველი გასასვლელის -ში მდებარე საცხოვრებელ ბინას (№); ი. ხ-ს (პირადი N) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, შ-ს გამზირი N (მე- მ/რ N) (საკადასტრო კოდი - ); ნ. ხ-ს (პირადი N) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, მე- მ/რ N (საკადასტრო კოდი -.); ნ. ძ-ს (პირადი N) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, მე- მ/რ N10/70 (საკადასტრო კოდი - ); მ. უ-ს (პირადი N) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, მე- მ/რ N (საკადასტრო კოდი - ); ქ. კ-ს (პირადი N) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, შ-ს გამზირი N (მე- მ/რ N) (საკადასტრო კოდი - ); ქ. ქ-ს (პირადი №) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თ-ი, ლ-ს ქ №(საკადასტრო კოდი ); ც. ჯ-ს (პირადი №) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. რ-ი, დ. გ-ს № (საკადასტრო კოდი-); ი. ნ-ს (პირადი №) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს გ-ს რაიონში, სოფელი ჩ-ი (საკადასტრო კოდი ).
ნივთიერი მტკიცებულებები - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2010 წლის 23 დეკემბრის N2187 ბრძანების დედანი; 2010 წლის 23 დეკემბრის საკუთრების უფლების N972 მოწმობის დედანი; შპს ,,ე-ს“ მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს გაცემული აზომვითი ნახაზის დედანი; 2003 წლის 18 ივლისის N1-628 სანოტარო აქტის - საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი, 2002 წლის 10 დეკემბრის N1-1192 სანოტარო აქტის - საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშეკრულების - დედანი; 2003 წლის 15 ნოემბრის N1-978 სანოტარო აქტის - საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშეკრულების - დედანი; 2003 წლის 29 სექტემბრის N1-2929 სანოტარო აქტის - საცხოვრებელი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების - დედანი, რომლებიც ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით; ნ.ხ-ს მიერ წარმოდგენილი, 1 ცალი 100-ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ნ. ხ-ს; ქ. ქ-ს მიერ წარმოდგენილი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 12 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განკარგვის მიზნით უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ბინის გაცვლის N182 ორდერის ქსეროასლი; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალები - 11 ცალი DVD-R დისკი და 2 ცალი CD-R დისკი; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალები - 3 ცალი CD დისკი; შპს ,,ჯ -ნ’’ ამოღებული - 3 ცალი CD დისკი; კომუნალური გადასახადის გადახდის N ქვითარი; თ. ლ-ს მიერ ნ. ძ-ს დაწერილი ხელწერილი; შპს ,,მ-ნ’’ ამოღებული - 3 ცალი CD დისკი; 2013 წლის 11 ივლისის N130699554 სანოტარო აქტის დედანი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოდან გამოგზავნილი - 1 ცალი CD დისკი; შპს ,,მ-ნ’’ გამოგზავნილი - 1 ცალი CD დისკი; ი.ნ-ს სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნ. ხ-ს განცხადება; ი. ნ-ს სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული საჯარო რეესტრის ამონაწერი; ქ. ქ-ს მიერ წარმოდგენილი ბანკის ქვითარი; ქ. ქ-ს მიერ წარმოდგენილი ბანკის გაგზავნის ფორმა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოგზავნილი - 1 ცალი CD დისკი; 1992 წლის 26 მარტით დათარიღებული N ოქმის დედანი; 1996 წლის 18 ივლისით დათარიღებული პრივატიზაციის ხელშეკრულების დედანი; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული - 4 ცალი CD დისკი; ნ. ა-ა და გ. შ-ს შორის გაფორმებული 15.09.2009 წლის ხელშეკრულების დედანი; ნ. ა-ა და შ. გ-ს შორის 09.11.2009 წელს დადებული N სანოტარო აქტის - სესხის ხელშეკრულების - დედანი; ნ. ა-ა და შ. გ-ს შორის გაფორმებული 13.10.2009 წლის ხელშეკრულების დედანი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 1981 წლის ბინების გაცვლის № ორდერი და 1988 წლით დათარიღებული ბინების გაცვლის № ყალბი ორდერი, რომელიც ერთვის №012031112003 სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ზ. ძ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, მსჯავრდებულ თ. ლ-ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულ თ. ლ-ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულ ი. ნ-ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულ ნ. ა-ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ ც. ჯ-ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ლ-ს, მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს, მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ა და მსჯავრდებულ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი