საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100114521368
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №111აპ-19 ქ. თბილისი
დ-ი ე, 111აპ-19 30 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ე. დ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ე. დ-ს გადავადებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ლ. ხ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ც. ჯ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2010 წლის ნოემბრის ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად - სასჯელის დაუნიშნავად.
თ. ლ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. ლ-ეს მიესაჯა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მოცემული განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2013 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით (4 წელი, 8 თვე და 17 დღე).
2. განაჩენით ე. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2010 წლის ნოემბერში ც. ჯ-მა და ე. დ-მა გადაწყვიტეს ქ. რ-ში, მდებარე პ. -ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მოტყუებით დაუფლება. ც. ჯ-მა 2010 წლის დეკემბერში ნ. ძ-ას დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 1993 წლის 15 მაისით დათარიღებული გადაფორმების ოქმი, რომლის თანახმად, თითქოსდა ე. დ-ს ძმა – მ. დ-ი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ქ. რ-ში, მდებარე საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ე. დ-მა, ც. ჯ-ის მითითებითა და ხელშეწყობით, 2010 წლის 22 დეკემბერს წარადგინა ქ. რ-ის მერიაში და მის სახელზე 2011 წლის 6 იანვარს გაიცა საკუთრების №- მოწმობა. 2011 წლის 10 იანვარს ე. დ-მა საკუთრების მოწმობა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ-ის სარეგისტრაციო სამსახურში. მან თავის სახელზე მოტყუებით დაირეგისტრირა პ. ს-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა. ე. დ-მა და ც. ჯ-მა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ბინა გაასხვისეს, ხოლო მიღებული შემოსავალი შეთანხმებისამებრ ურთიერთშორის გაინაწილეს. ც. ჯ-ისა და ე. დ-ის ქმედებით დაზარალებულ პ. ს-ს მიადგა 24132 ლარის – დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ლ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ლ. ხ-ემ გადაწყვიტა ქ. რ-ში, მდებარე ი. პ-ის (გ. პ-ის) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად: თ. ლ-ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად, ი. პ-ი თითქოსდა ლ. ხ-ეს აძლევდა უფლებას, განეკარგა ქ. რ-ში, მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ. ხ-ემ, ც. ჯ-ის მითითებით, 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, დაარეგისტრირა ი. პ-ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი. პ-ის (გ. პ-ის) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 6 მარტს მიჰყიდა რ. ბ-ას. ც. ჯ-მა, თ. ლ-მ და ლ. ხ-მ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ ურთიერთშორის გაინაწილეს. ც. ჯ-ის, თ. ლ-სა და ლ.ი ხ-ის ქმედებით დაზარალებულ ი. პ-ს (გ. პ-ს) მიადგა 76008 ლარის – დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ც. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით ც. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ც. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 აგვისტოდან. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2016 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის #- განკარგულებით.
2010 წლის ნოემბერში ც. ჯ-მა და ე. დ-მა გადაწყვიტეს ქ. რ-ში, მე--ში მდებარე პ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მოტყუებით დაუფლება. ც. ჯ-მა 2010 წლის დეკემბერში ნ. ძ-ას დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 1993 წლის 15 მაისით დათარიღებული გადაფორმების ოქმი, რომლის თანახმად, თითქოსდა ე. დ-ს ძმა – მ. დ-ი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ქ. რ-ში, -ში მდებარე საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ე. დ-მა, ც. ჯ-ის მითითებითა და ხელშეწყობით, 2010 წლის 22 დეკემბერს წარადგინა თვითმმართველი ქალაქ რ-ის მერიაში და მის სახელზე 2011 წლის 6 იანვარს გაიცა საკუთრების №- მოწმობა. 2011 წლის 10 იანვარს ე. დ-მა საკუთრების მოწმობა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ-ის სარეგისტრაციო სამსახურში. მან თავის სახელზე მოტყუებით დაირეგისტრირა პ. ს-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა. ე. დ-მა და ც. ჯ-ა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ბინა გაასხვისეს, ხოლო მიღებული შემოსავალი შეთანხმებისამებრ ურთიერთშორის გაინაწილეს. ც. ჯ-ისა და ე. დ-ის ქმედებით დაზარალებულ პ. ს-ს მიადგა 24132 ლარის – დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2011 წლის დეკემბერში ც. ჯ-მა, თ. ლ-ემ და ლ. ხ-ემ გადაწყვიტეს ქ. რ-ში, -ში მდებარე ი. პ-ის (გ. პ-ის) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად: თ. ლ-ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად, ი. პ-ი თითქოსდა ლ. ხ-ძეს აძლევდა უფლებას, განეკარგა ქ. რ-ში, -ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ. ხ-მ, ც. ჯ-ის მითითებით, 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, დაარეგისტრირა ი. პ-ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი. პ-ის (გ. პ-ის) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 6 მარტს მიჰყიდა რ. ბ-ას. ც. ჯ-მა, თ. ლ-ემ და ლ. ხ-ემ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ ურთიერთშორის გაინაწილეს. ც. ჯ-ის, თ. ლ-ისა და ლ. ხ-ის ქმედებით დაზარალებულ ი. პ-ს (გ. პ-ს) მიადგა 76008 ლარის – დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
თ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით თ. ლ-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. ლ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 აგვისტოდან. დღეის მდგომარეობით მას მოხდილი აქვს 4 წელი, 8 თვე და 17 დღე.
2011 წლის დეკემბერში თ. ლ-მ, ც. ჯ-მა და ლ. ხ-ემ გადაწყვიტეს ქ.რ-ში, მდებარე ი. პ-ის (გ. პ-ის) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით შექმნეს ჯგუფი და როლები ურთიერთშორის გაინაწილეს. თ. ლ-ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად, ი. პ-ი თითქოსდა ლ. ხ-ეს აძლევდა უფლებას, განეკარგა ქ.რ-ში, მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ. ხ-ემ, ც. ჯ-ის მითითებით, 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც დაარეგისტრირა ი. პ-ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეეტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი. პ-ის (გ. პ-ის) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 6 მარტს მიჰყიდა რ. ბ-ას. ც. ჯ-მა, თ. ლ-ემ და ლ. ხ-ემ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ ურთიერთშორის გაინაწილეს. ც. ჯ-ის, თ. ლ-ისა და ლ. ხ-ის ქმედებით დაზარალებულ ი. პ-ს (გ. პ-ს) მიადგა 76008 ლარის – დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ხატია ხაჩიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ:
მსჯავრდებულ ლ. ხ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; ც. ჯ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (პირველი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი); თ. ლ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე მსჯავრდებულების - ლ. ხ-ისა და ე. დ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მათთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ხ-ის, ც. ჯ-ისა და თ. ლ-ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი.
8. რაც შეეხება ლ. ხ-ისა და ე. დ-ის სასჯელის დამძიმების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე, 39-ე მუხლებს, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მსჯავრდებულების ასაკს, ე. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლ. ხ-ის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სურვილს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ხაჩიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე