დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004283189
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №123I -21 თბილისი
ლ–ი ჯ., 123I -21 26 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ლ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით ჯ. ლ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2015 წლის 18 აგვისტოდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ჯ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რომელიც აეთვალა 2017 წლის 9 თებერვლიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ლ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 14 წლით, 6 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 15 წლით, 6 თვითა და 8 დღით, რომელიც აეთვალა 2017 წლის 9 თებერვლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენით ჯ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 3 თვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 2 თვითა და 26 დღით და საბოლოოდ მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 5 თვითა და 26 დღით, რომელიც აეთვალა 2020 წლის 21 მაისიდან.
5. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ლ–ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ჯ. ლ–ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისგან და ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 15 წლითთავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლითა და 3 თვით, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენით საბოლოოდ მისჯილი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 5 თვითა და 26 დღით, რომელიც აეთვალა 2020 წლის 21 მაისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ლ–მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან არის 63 წლის, ნანობს ჩადენილს და ითხოვს სამშობლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. ლ–ი მსჯავრდებულია: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საიდანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი სწორად გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ასევე მსჯავრდებულია ჯ. ლ–ი, არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, რისი მხედველობაში მიღებითაც, ამ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად არ გავრცელდა.
3. მსჯავრდებულ ჯ. ლ–ს საჩივრის სხვა მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის შეფასება სცდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს და, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი