დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.04.2021
საქმის ნომერი
2კ-303-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004281872

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3031-21 6 აპრილი, 2021 წელი

ა–ნ ა. ქ., 3031-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. ა. ქ–ი, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 11 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა. ა. ქ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ა. ა. ქ–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით.

ა. ა. ქ–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ა. ა. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა. ა. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

ა. ა. ქ–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით;

ა. ა. ქ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 30 სექტემბრიდან;

3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ის პირადი საქმე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით:

- 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ა. ა. ქ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან - 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისგან;

- 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ა. ა. ქ–ის გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლი 11 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებზე, არ გავრცელდა 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა. ა. ქ–ის სასჯელის სახედ და ზომად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

- 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ა. ა. ქ–ის გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ა. ა. ქ–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 3781 და საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლებით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოქმედება და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა. ა. ქ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი, დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე;

მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნულმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებულმა, დანაშაულთა ერთობლიობით დარჩენილმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ა. ა. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 30 სექტემბრიდან.

მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინა განაჩენით - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე ჩათვლით.

მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილებში, მათ შორის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა. ქ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. მსჯავრდებულმა ა. ა. ქ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

8. მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 6 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. შესაბამისად ა. ა. ქ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არ მქონე საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 11 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება მითითებულ მუხლებზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საჩივარი და ამნისტიის აქტის მოქმედება გამოიყენოს იმ შემთხვევის მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

3. ამასთან, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით, ა. ა. ქ–ის მიმართ საბოლოო სასჯელი განსაზღვრულ იქნა შთანთქის პრინციპის გამოყენებით (საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები), მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელი.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. იმის გათვალისიწნებით, რომ ა. ა. ქ–ი დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება მითითებულ მუხლებზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საჩივარი და ამნისტიის აქტის მოქმედება გამოიყენოს იმ შემთხვევის მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

5. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ა. ა. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი განესაზღვრა შთანთქის პრინციპის გამოყენებით - უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, მოცემულ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი მას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა, რომელსაც თავის მხრივ შთანთქმული ჰქონდა (საქართველოს სსკ-ის 3781 და საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლებით დანიშნული) ნაკლებად მკაცრი სასჯელები, ა. ა. ქ–ის მითითებული განაჩენით მოსახდელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (სხვა სასჯელებთან შედარებით მკაცრი სასჯელი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ა. ქ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე