საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 10.09.2021
საქმის ნომერი
2კ-709აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №709აპ-21 თბილისი

შ-ე ვ-ი, 709აპ-21 10 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ისა და მისი ადვოკატ პ. შ-ის განცხადებები, რომლებითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით ვ. შ-ე, - დაბადებული 19- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. შ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 15 ივლისიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ბ. გ-ი, ნ. ჩ-ა, გ. ხ. და მ. ბ-ი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატმა პ. შ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. შ-ის გამართლებას.

4. მსჯავრდებულ ვ. შ-ის სისხლის სამართლის საქმეზე დართული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული ვ. შ-ე და მისი ადვოკატი - პ. შ-ე შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, მსჯავრდებულ ვ. შ-ისა და მისი ადვოკატ პ. შ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატ პ. შ-ის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე