განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.06.2022
საქმის ნომერი
2კ-30-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141122005710465

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№301-22 2 ივნისი, 2022 წელი

ყ-ი ლ, 301-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ალექსანდრე ძირკვაძის

ადვოკატ - ს. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ. ყ-ი (მის დაუსწრებლად), - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ლ. ყ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლის საწყისად განესაზღვრა დაკავების დღე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის შუამდგომლობა - მსჯავრდებულ ლ. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ის შუამდგომლობა - მსჯავრდებულ ლ. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. მსჯავრდებულ ლ. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-ა საჩივრით მოითხოვა, რომ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

4.1. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებულ დაზარალებულებს აუნაზღაურდათ ზიანი და ისინი თანახმანი არიან, რომ ლ. ყ-ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონი და სასჯელისგან გათავისუფლდეს. ყველა ხსენებული მტკიცებულება დაცვის მხარემ დაურთო განცხადებას და წარადგინა ბათუმის პროკურატურაში; თავის მხრივ, ბათუმის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი. აღნიშნულის შემდეგ პროკურატურამ ხსენებული გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, ხოლო დაცვის მხარის მოსაზრებით, მას გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა.

5. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა ს. ა-ა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

6. პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სრულად დაუჭირა მხარი დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

2. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (შვიდი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით; როგორც დაცვის მხარე უთითებს, ვინაიდან საქმეში ამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ არსებობდა დაზარალებულთა თანხმობები, მსჯავრდებულს თაღლითობის ნაწილში მხოლოდ ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე); აღნიშნულის შემდეგ, კერძოდ, 2021 წელს დაცვის მხარემ ყველა დაზარალებულის თანხმობა მოიპოვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ამნისტიის გავრცელების თაობაზე შუამდგომლობასთან ერთად წარადგინა; კერძოდ, შუამდგომლობას თან ერთვის დაზარალებულების: მ. ფ-ს, ა. ბ-ს, ზ. ბ-ის, ა. კ-ს, ლ. ი-ს, თ. ს-ს, სს ,,ბ-ს“ - უფლებამონაცვლე სს ,,თ-ის, გარდაცვლილ ო. ჩ-ს უფლებამონაცვლე ე. ჩ-ს ნოტარიული ფორმით დამოწმებული თანხმობები.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით ადვოკატ ს. ა-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ. ყ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მათ შორის იმ მოტივით, რომ ამნისტიის კანონი მსჯავრდებულის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი თავისი არსით ჰუმანიზმის პრინციპზეა დამყარებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მხოლოდ ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი, რის შემდეგაც ადვოკატმა ს. ა-ა წარმოადგინა ყველა დაზარალებულის/მისი უფლებამონაცვლის თანხმობა, უზენაესი სასამართლო (სადაც კანონით დადგენილი წესით, ერთჯერადად გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინება) არ არის შეზღუდული, ლ. ყ-ს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესი. მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება მოცემული საქმის გარემოებები (მაგალითად, იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს №111-22 გადაწყვეტილება).

4. ამასთან, საკასაციო პალატა განიხილავს მსჯავრდების ერთ-ერთ ეპიზოდში გარდაცვლილი დაზარალებულის, ო. ჩ-ს უფლებამონაცვლის - ე. ჩ-ის ნოტარიული ფორმით დამოწმებული თანხმობის შინაარსსა და მის საფუძველზე ლ. ყ-ის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების შესაძლებლობას, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამნისტიის კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ-ე ხელწერილში მიუთითებს, რომ იგი გარდაცვლილ ო. ჩ-ს შვილი, უფლებამონაცვლეა და ვინაიდან სრულად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, მას ლ. ყ-ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; ე. ჩ-ე თანახმაა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონი.

დაცვის მხარე, ადვოკატი ს. ა-ი უთითებს, რომ ე. ჩ-ე ი-ის მოქალაქეა და იგი ს-ი არ იმყოფება. ხელწერილის მიხედვით, ე. ჩ-მ ნოტარიუსს მიმართა ი-ი (ქ. ხ-ა). ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან, კერძოდ, ო. ჩ-ა და ე. ჩ-ს გამოკითხვის ოქმების შინაარსიდან ნათლად დასტურდება ფაქტი, რომ ე. ჩ-ე ნამდვილად ო. ჩ-ს შვილია. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე, პროკურორი - ალექსანდრე ძირკვაძე დაცვის მხარის ამ პოზიციას დაეთანხმა და მიუთითა, რომ წარმოდგენილი მასალა სრულად აკმაყოფილებდა ლ. ყ-ს მიმართ მოცემულ ეპიზოდში ამნისტიის გავრცელების კანონით დადგენილ წინაპირობებს.

ამდენად, ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ბრალდების მხარეს რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ო. ჩ-ს ეპიზოდში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით დადგენილი შეღავათის გავრცელების დამაბრკოლებელი გარემოება არ იკვეთება.

5. რაც შეეხება სხვა დაზარალებულთა ეპიზოდებს, კერძოდ: მ. ფ-ას, ა. ბ-ს, ზ. ბ-ს, ა. კ-ს, ლ. ი-ს, თ. ს-ს, სს ,,ბ-ას“ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-ი“ ბანკი), მათ უშუალოდ აქვთ გაცხადებული თანხმობა მსჯავრდებულ ლ. ყ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული ლ. ყ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (შვიდი ეპიზოდი)ა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინება გაუქმდეს;

3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ლ. ყ-ი გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ მ. ფ-ს ეპიზოდი);

3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ ა. ბ-ის ეპიზოდი);

3.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ ზ. ბ-ის ეპიზოდი);

3.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ ა. კ-ის ეპიზოდი);

3.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ ლ. ი-ის ეპიზოდი);

3.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ თ. ს-ის ეპიზოდი);

3.7 საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-2 და მე-3 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ ო. ჩ-ს ეპიზოდი);

3.8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან (დაზარალებულ სს ,,ბ-ას“ ეპიზოდი);

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი