საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100119003154310
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N394აპ-22 18 აპრილი, 2022 წელი
ზ–ა მ., 394აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს განცხადებები, რომლებითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით მ. ზ–ა (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
2. ფოთის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ზ–ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 28 თებერვალს, ქ. თ–ში, .......... ქ. N..-ში მდებარე შპს „.........ის“ საბაჟო ტერმინალიდან მ. ზ–ამ „.....ს“ მარკის (სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: ....., მისაბმელის სახელმწიფო ნომრით .....) სატვირთო ავტომობილით ქ. ფ–ს მიმართულებით კონტეინერით წაიღო შპს „დომაექსპრესის“ კუთვნილი ტვირთი - ,,MANCHESTER-ის“ ფირმის 298000 კოლოფი სიგარეტი და 432 ცალი ე.წ. „მდფ-ის“ მასალის ერთფრთიანი კარი. 2019 წლის 1 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ. ზ–ა გამოძიებით დაუდგენელ პირთან (პირებთან) ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, კონტეინერში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მასში მოთავსებულ 275340 კოლოფ სიგარეტსა და 275 ცალ კარს, რითაც შპს „დ–ს“ მიადგა 224687,85 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ზ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა.
5. 2022 წლის 14 მარტსა და 2022 წლის 22 მარტს წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული მ. ზ–ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ–ი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.
6. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ზ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ,,კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია“. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ზ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ზ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე