საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№664აპ-23 თბილისი
ჯ-ი დ., 664აპ-23 17 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
დ. ჯ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (8 ეპიზოდი) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 ივნისის მე-2 ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ჯ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დ. ჯ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: ავტომანქანა „ბმვ იქს 5“ („BMW X5 2004“), სახელმწიფო ნომრით – --.
ფ. ბ-ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) – 11-11 წლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 ივნისის მე-2 ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ფ. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება – ავტომანქანები: „ტოიოტა ქამრი 2007“ („TOYOTA CAMRY 2007“), სახელმწიფო ნომრით – --, „მერსედეს ბენცი ცე 180 2000“ („MERCEDES BENZ C 180 2000“), სახელმწიფო ნომრით – --, „პონტიაკ ტორენტ 2006“ („PONTIAC TORRENT 2006“), სახელმწიფო ნომრით – --.
ა. მ-ს, ნასამართლობის არმქონეს, –საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) – 11-11 წლით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 ივნისის მე-2 ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ა. მ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: ქ. რ-ში, - მიკრორაიონის №- კორპუსის ბინა №- (საკადასტრო კოდი – --), მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა: 3500 ლარი და 12000 რუსული რუბლი.
2. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს, ბრალდებულ შ. ვ-სა და ადვოკატ ი. გ-ს შორის, რომლის თანახმად, შ. ვ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და შ. ვ-ის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, შ. ვ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: ავტომანქანა „სუბარუ ლეგასი 2007“ („SUBARU LEGACY 2007“), სახელმწიფო ნომრით – ---.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ. ჯ-ს, ფ. ბ-ს, ა. მ-სა და შ. ვ-ს 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში – საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულებს სასჯელები აეთვალათ 2020 წლის 29 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა და შ. ვ-მა ჩაიდინეს შემდეგი დანაშაულები: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვისა და მისი წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ა. მ-მა ასევე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: დ. ჯ-ი, ფ. ბ-ი, ა. მ-ი, შ. ვ-ი და მათი თანამზრახველი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად, ფინანსური და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მისაღებად. ამ მიზნით ისინი 2019 წლის შემოდგომიდან 2020 წლის 29 ივლისამდე სისტემატურად, წინასწარ შეთანხმებული გეგმით ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას, კერძოდ: ნარკოტიკულ საშუალებას რეალიზაციის მიზნით იძენდნენ ა. მ-ი და მათი თანამზრახველი, რის შემდეგაც აფასოებდნენ შეკვრებად და, შემდეგომი რეალიზების მიზნით, გადასცემდნენ შ. ვ-ს, ფ. ბ-სა და დ. ჯ-ს. ამის შემდეგ დ. ჯ-ი და ფ. ბ-ი სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერ პირს, რომელიც მათ მიმართავდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეუბნებოდნენ ჯგუფის წევრების ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშებს და ამ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ატყობინებდნენ მისამართს, კონკრეტული ადგილის მითითებით მიჰყავდათ ადგილამდე, სადაც ორგანიზებული ჯგუფის წევრი შ. ვ-ი ხშირად განათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებით მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასურს იღებდნენ ა. მ-ი და მათი თანამზრახველი, ხოლო დარჩენილ თანხას ჯგუფის ყველა წევრი ინაწილებდა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1218 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2020 წლის 29 მაისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა დ. ჯ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,0812 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 30 მაისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა დ. ჯ-ს, რომელმაც მას უკარნახა ფ. ბ-ის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1549 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 2 ივნისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ბ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1751 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 6 ივნისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა დ. ჯ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა – ჯგუფის ყველა წევრმა ერთმანეთში გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1006 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 11 ივნისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ბ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1640 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 12 ივნისს თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ბ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1631 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 16 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ბ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,1534 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2020 წლის 16 ივნისს, შუადღის საათებში, თ-ში, სოფელ ფ-ში, 150 ლარად უკანონოდ გაასაღეს ვ. ა-ზე. კერძოდ, ვ. ა-ი ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ბ-ს, რომელმაც მას უკარნახა თავის სახელზე გახსნილი ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ ანგარიშის ნომერი და 150 ლარის ამ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ისევ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით, უთხრა მისამართი და კონკრეტული ადგილის მითითებით მიიყვანა ადგილამდე, სადაც შ. ვ-მა განათავსა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დააფასოვეს და ადგილზე განსათავსებლად გადასცეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხიდან ნარკოტიკული საშუალების საფასური აიღეს ა. მ-მა და მათმა თანამზრახველმა, ხოლო დარჩენილი თანხა ჯგუფის ყველა წევრმა გაინაწილა.
· ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა: დ. ჯ-მა, ფ. ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა 2019 წლის შემოდგომიდან 2020 წლის 29 ივლისამდე პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების შედეგად ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ (შპს „მ-ი“) ანგარიშებზე ჯამურად მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი – 2 267 481 ლარი. ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ (შპს „მ-ი“) ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების წარმოშობის წყაროს დასაფარად ორგანიზებული ჯგუფის წევრებს თანხების ნაწილი პერიოდულად გადაჰქონდათ თამაშებში და ახორციელებდნენ აზარტულ თამაშებს. გარკვეული თანხის გათამაშების შემდეგ თამაშებიდან გადმოჰქონდათ თანხები და ანაღდებდნენ როგორც სალაროდან, ისე – ე.წ. „ზერო ბარათებით“ – სხვადასხვა ბანკომატიდან.
· ზემოაღწერილი მანიპულაციების შედეგად, ჯამურად, ჯგუფის წევრების მიერ ონლაინ ტოტალიზატორ „კ-ის“ (შპს „მ-ი“) ანგარიშებიდან გატანილმა ლეგალიზებულმა თანხამ შეადგინა 2 086 198 ლარი.
· აღნიშნულის პარალელურად, იღებდნენ რა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელ შემოსავლებს, დ. ჯ-მა, ფარხან ბ-მა, ა. მ-მა, შ. ვ-მა და მათმა თანამზრახველმა, შემოსავლების ლეგალიზაციის, ე.ი. კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ისე, რომ არ გააჩნდათ რაიმე ტიპის სხვა, ლეგალური შემოსავალი, 2019-2020 წლებში თავიანთი და მათთან დაკავშირებული პირების სახელით შეიძინეს არაერთი უძრავი და მოძრავი ქონება, კერძოდ: დ. ჯ-მა თავისი სახელით 4300 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა („ბმვ იქს 5“ („BMW X5 2004“), სახელმწიფო ნომრით – --); ფ. ბ-მა, თავისი და მასთან დაკავშირებული პირის სახელით, 12300 აშშ დოლარად შეიძინა სამი ერთეული ავტომანქანა („ტოიოტა ქამრი 2007“ („TOYOTA CAMRY 2007“), სახელმწიფო ნომრით – --, „მერსედეს ბენცი ცე 180 2000“ („MERCEDES BENZ C 180 2000“), სახელმწიფო ნომრით – --, „პონტიაკ ტორენტ 2006“ („PONTIAC TORRENT 2006“), სახელმწიფო ნომრით – --); შ. ვ-მა თავისი სახელით 3600 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა („სუბარუ ლეგასი 2007“ („SUBARU LEGACY 2007“), სახელმწიფო ნომრით – ---); მათმა თანამზრახველმა თავისი სახელით 9500 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა („ბმვ იქს 5 2010“ („BMW X5 2010“), სახელმწიფო ნომრით – --), ა. მ-მა კი თავისი სახელით 18000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება (ს/კ – --), რითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცეს კანონიერი სახე და მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – 9,5149 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება. აქედან 7,4811 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში, რაც 2020 წლის 29 ივლისს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, სოფელ ფ-ში, ა-ის ქ. №--ში მდებარე ა. მ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ხოლო 2,0338 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას ა. მ-ი უკანონოდ ინახავდა კუთვნილ „ტოიოტა პრადოს“ („TOYOTA PRADO“) მარკის ავტომანქანაში (სახ. №--), რაც 2020 წლის 29 ივლისს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, სოფელ ფ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე ა. მ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩატარებული „ტოიოტა პრადოს“ („TOYOTA PRADO“) მარკის ავტომანქანის (სახ. №--) ჩხრეკის შედეგად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-ემ, და მსჯავრდებულმა ა. მ-მა. ადვოკატმა გ. ბ-ემ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ჯ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – მისთვის სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ერთი მეოთხედი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო მსჯავრდებულმა ა. მ-მა საკასაციო საჩივარში აღიარა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში კი – ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №517აპ-18, №807აპ-22, №1007აპ-22) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დ. ჯ-ისა და ა. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. დ. ჯ-ისა და ა. მ-ის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების: ვ. ა-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ის, მ. დ-ას, რ. გ-ის, ა. ვ-ის, ე. გ-ის, ნ. ნ-ის, ე. გ-ის, გ. გ-ისა და სხვათა – ჩვენებებით, ოქმებით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური, ბიოლოგიური, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, სწრაფი გადახდის აპარატის ჩარიცხვის ქვითრებით, „კ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ჩხრეკის ოქმებით, ფარული ვიდეო და სატელეფონო საუბრების მიყურადება-ჩაწერის მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ჯ-ისა და ა. მ-ის ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. დ. ჯ-ისა და ა. მ-ის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულთა მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ გ. ბ-ის პოზიციას დ. ჯ-თვის დანიშნული სასჯელის 8 წლით თავისუფლების აღკვეთამდე შემცირებასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ერთი მეოთხედის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის ეს პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ჯ-ისასთვის განსაზღვრული სასჯელი – რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე