საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 18.10.2024
საქმის ნომერი
2კ-763აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007027536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№763აპ-24 18 ოქტომბერი, 2024 წელი

ხ. ს, 763აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ს. ხ-ს, ბ. ბ-სა და მ. მ-ი ზ-ის განცხადებები, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ს. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის, მსჯავრდებულ მ. მ-ი ზ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს, მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით:

1.1. ს. ხ-უ, - დაბადებული .. წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ა-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. რ-ას ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. რ-ას ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ა-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ხ-უს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 17 დეკემბრიდან.

1.2. ბ. ბ-მი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ღ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. რ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. ჰ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. ჰ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 7 დეკემბრიდან.

1.3. მ. ა-ი ზ-ი, - დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ა. ღ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ა. რ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დ. ჰ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დ. ჰ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა. მ-ი ზ-ს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ა-ი მ-ი ზ-ჰს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 7 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ს. ხ. და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ-მა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმება და ს. ხ-ს გამართლება.

3.1. კასატორებმა - მსჯავრდებულმა მ. ა. მ-ი ზ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმება და მ. ა-ი მ-ი ზ-ის გამართლება.

3.2. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ბ. ბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმება და ბ. ბ-ს გამართლება.

4. 2024 წლის 15 ოქტომბერს მსჯავრდებულებმა - ს. ხ-მ, ბ. ბ-მა და მ. ა-ი მ-ი ზ-მა იშუამდგომლეს - არ იქნეს განხილული მსჯავრდებულებისა და ადვოკატების საკასაციო საჩივრები და ითხოვეს მათი განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულების - ს. ხ-ს, ბ. ბ-ისა და მ. ა-ი მ-ი ზ-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის, მსჯავრდებულ მ. ა-ი მ-ი ზ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ას, მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული მსჯავრდებულების - ს. ხ-ს, ბ. ბ-ისა და მ. ა-ი მ-ი ზ-ის მიერ საჩივრების უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი