ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140141124010137046
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე 53I-24 თბილისი
უ. გ., 53I -24 4 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. უ., – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 2 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. პ-ს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: თ. პ-სა და ა. ჭ-ს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, გ. უ-ს, საბოლოოდ, მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 2 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2. გ. უ-ს სასჯელი აეთვალა 2024 წლის 18 ივნისიდან.
3. 2024 წლის 3 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ გ. უ-ს პირადი საქმე.
4. მსჯავრდებულ გ. უ-ს პირად საქმეს თან ერთვის, ერთი მხრივ, დაზარალებულების – თ. პ-სა და ა. ჭ-ს – 2024 წლის 18 და 23 სექტემბრით დათარიღებული ხელწერილები, რომლითაც ისინი თანხმობას აცხადებენ მსჯავრდებულ გ. უ-ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. უ-ს 2024 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება, რომ იგი თანახმაა, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
5. დაზარალებულების ზემოაღნიშნული თანხმობების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის გამო, გორის რაიონულ სასამართლოში, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, 2024 წლის 9 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიერ დაზარალებულების პოზიციის ზეპირი მოსმენით გამორკვევისას, თ. პ-მ და ა. ჭე-მ თანხმობა განაცხადეს მსჯავრდებულ გ. უ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. უ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
7. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და გ. უ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა, რომ გ. უ-ს მიმართ არ უნდა აღსრულებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რადგან იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და XII თავის შესაბამისად, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. უმიკაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რომელიც ჩაეთვალა მას პირობით მსჯავრად, მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
4. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ გ. უ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელების მხოლოდ ნაწილი აქვს ჩათვლილი პირობით მსჯავრად, ხოლო სასჯელების დარჩენილ ნაწილს იგი იხდის რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელებზე მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
6. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულებმა – თ. პ-მ და ა. ჭ-მ – სასამართლოს წინაშე განაცხადეს თანხმობა, რომ გ. უ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და, ამავდროულად, გ. უ. თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე გ. უ-ს, უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდისათვის) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალური სასჯელები – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
4. შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულებმა – თ. პა-მა და ა.ჭ-მ – სასამართლოს წინაშე განაცხადეს თანხმობა, რომ გ. უ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და, ამავდროულად, გ. უ. თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, გ. უ-ს, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია), ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გ. უ-ს მიმართ, რომელმაც განაცხადა თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა, უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი – 1 თვით, რომლითაც გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლო.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;
3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. გ. უ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. პ-ს ეპიზოდი) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 3 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი – 1 წელი, ჩაეთვალოს პირობითად;
5. გ. უ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. პ-სა და ა. ჭ-ს ეპიზოდი) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 3 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი – 1 წელი, ჩაეთვალოს პირობითად;
6. გ. უ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი და განესაზღვროს – 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო – 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 2 წლით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, გ. უ-ს, საბოლოოდ, მიესაჯოს – 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო – 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 2 წლით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
8. გ. უ-ს სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 18 ივნისიდან;
9. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გ. უ-ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 1 თვით, შემდეგი პირობებით:
11. გ. უ-ს (დაბადებულს ..., პ/ნ ..., მცხოვრებს ...) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობენ: თ. პ. (დაბადებული ..., პ/ნ ..., რეგისტრირებული: გორში, სოფელი ..., ფაქტობრივად მცხოვრები: ...) და ა. ჭ. (დაბადებული ..., პ/ნ ...., რეგისტრირებული: .., ფაქტობრივად მცხოვრები: ...);
12. გ. უ-ს აეკრძალოს თ. პ-სა და ა. ჭ-თან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;
13. გ. უ-ს აეკრძალოს თ. პ-სა და ა. ჭ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
14. გ. უ-ს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;
15. გ. უ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
16. დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს გ. უ-ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;
17. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგეილი წესით;
18. გაჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი