საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის
წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე №755აპ-24. თბილისი
ბ. ლე.-755აპ–24. 11 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის – საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ. - ი. წ-ე, - გ. ნ-ე, -- კ. ს-ე, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის განაჩენით ლ. ბ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წლით, 8 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და ლ. ბ.ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ი. წ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვით, 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ი. წ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 ივლისის განაჩენით გ. ნ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 10 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ნ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თებერვლის განაჩენით კ. ს-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 4 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და კ. ს-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ლ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 5 წლით, 8 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 5 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება: ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლიდან, 8 თვიდან და 3 დღიდან – 3 წელი და ლ. ბ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 ოქტომბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ამიტომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კოდექსის 547–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 5551-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის – საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენზე მიღებულ იქნეს წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე