საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141224010143899
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1051-24 15 ნოემბერი, 2024 წელი
ბ–ი ს., N1051-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ბ–სის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, ს. ბ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენით, ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.
ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.
ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ს. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან;
ს. ბ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20 წლით ჩამოერთვა - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2024 წლის 28 მაისის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ს. ბ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენი არ გასაჩივრებულა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ბ–სს, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული რეალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ს. ბ–ს, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული რეალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 10 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ს. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით დარჩა უცვლელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს. ბ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
ს. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან.
5. ს. ბ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. ამდენად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების მცდელობისათვის მსჯავრდებულ პირებზე.
5. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით ს. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თითოეული ეპიზოდისათვის დაენიშნა დამოუკიდებელი სასჯელი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის მცდელობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ს. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება - კანონშესაბამისია.
7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება. ამასთან, ხსენებული დანაშაული არ ექცევა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გამონაკლისებში. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ვრცელდება ხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით. მოცემულ შემთხვევაში ს. ბ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი, რისი გათვალისწინებითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც ამ მუხლით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა - კანონშესაბამისია.
8. რაც შეეხება, ს. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას - საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ს. ბ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო შეღავათი არ ვრცელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნისა და ერთიანი სასჯელის გათვალისწინებით, სახეზე არ არის ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ შემთხვევაშიც უნდა გამოეყენებინა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა შეემცირებინა ერთი მეექვსედით. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებულ განჩინებას ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, ვინაიდან აღნიშნული – წარმოადგენს მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.
9. ამასთან, საგულისხმოა, რომ მართალია ს. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს შეეხო ამნისტიის კანონის მოქმედება და ამ მუხლებით დანიშნული სასჯელები შემცირდა, თუმცა ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, სასჯელი, კი დანიშნულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. ბ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ბ–სის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე