დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №109I -24 თბილისი
კ. მ., 109I -24 21 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ასა და მისი ადვოკატის – ს. ც-ის – საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. კ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ. კ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. კ-ა, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის“ ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მესკალინის“ ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის“ ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 220000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მესკალინის“ ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა – 2000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. კ-ას განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 25 ივნისიდან. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 220000 ლარი. მ. კ-ას ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით:
§ მსჯავრდებული მ. კ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის“ ეპიზოდი) შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მესკალინის“ ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
§ მსჯავრდებული მ. კ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მესკალინის“ ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე – ერთ-ერთი წლით თავისუფლების აღკვეთასა და დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმა – 220000 ლარზე;
§ მსჯავრდებული მ. კ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მოსახდელი დარჩა სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მესკალინის“ ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 220000 ლარი;
§ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა – მ. კ-ამ და მისმა ადვოკატმა – ს. ც-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. კ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული სასჯელის ¼-ით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა), ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე. „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული ამნისტია ასევე არ ვრცელდება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე (გარდა მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. კ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია მართებულად გაავრცელა, კერძოდ: მ. კ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორი ეპიზოდისათვის შეფარდებული ძირითადი სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირა ¼-ით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორი ეპიზოდისათვის შეფარდებულ სასჯელებსა და დამატებითი სასჯელის სახით შეფარებულ ჯარიმაზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გაავრცელა.
4. ამავე დროს, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ასევე არ ვრცელდება მ. კ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ჯარიმა – 2000 ლარზე.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. კ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა – 220000 ლარი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. კ-ასა და მისი ადვოკატის – ს. ც-ის – საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე