შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1270აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008497476

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1270აპ-24 ქ. თბილისი

ა. ა. 1270აპ-24 12 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა.ა–ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ა. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით (მოპოვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ა. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით (გავრცელების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით გავრცელების ეპიზოდისთვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქას მოპოვების ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, ა. ა-ს განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ა. ა-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 29 ნოემბრიდან;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე