ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.06.2025
საქმის ნომერი
2კ-402აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100124009747876

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №402აპ-25 ქ. თბილისი

ბ. ვ. N402აპ-25 25 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ვ. ბ–ეს, - პ/ნ ...... - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:35 საათზე, შვილთან, ა ბ–ესთან გამართული სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ვ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს – ა ბ–ეს და მეუღლეს – გ. ბ–ეს, კერძოდ, უთხრა მათ, რომ გამოსჭრიდა ყელს და მოკლავდა მათ, რაც ვ. ბ–ის შვილმა ა ბ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:35 საათზე, შვილთან, ა ბ–ესთან გამართული სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ვ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს – ა ბ–ესა და მეუღლეს – გ. ბ–ეს, კერძოდ, უთხრა მათ რომ გამოსჭრიდა ყელს და მოკლავდა, რაც ვ. ბ–ის მეუღლემ, გ. ბ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით: ვ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (2 ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებული ა ბ–ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებული გ. ბ–ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბართაგან ერთერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ბ–ეს სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ვ. ბ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 19 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და ვ. ბ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ბ–ემ და მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

6. 2025 წლის 7 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ვ. ბ–ის თანხმობა, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ვ. ბ–ე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას.

2.1. მსჯავდრებულის საკასაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, დავის საგანს არ წარმოადგენს ვ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და ამ დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ვ. ბ–ემ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები (ორი ეპიზოდი) ჩაიდინა – 2024 წლის 18 ივნისს).

4. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ბ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით(ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

6. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

7. ვ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები, მას არ ჩაუდენია ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

8. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ვ. ბ–ის თანხმობა – მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი.

9. შესაბამისად, ვ. ბ–ეს საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

9.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა ბ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ვ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

9.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ბ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ვ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

10. იმავდროულად, ვ. ბ–ის მიმართ იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი. დამცავი ორდერის გამოცემისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად, დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ვ. ბ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენში, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შევიდეს ცვლილება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ვ. ბ–ეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა ბ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ვ. ბ–ეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ბ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბართაგან ერთერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ვ. ბ–ეს სასჯელად განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. ვ. ბ–ეს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2024 წლის 19 ივნისიდან.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ. ბ–ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 3 თვით, შემდეგი პირობებით - დამცავი ორდერის მოქმედების ვადაში:

3.1. ვ. ბ–ეს (პ/ნ ........, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები – ლ......, სოფელი ღ....) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობენ ა ბ–ე (პ/ნ ........., ფაქტობრივად მცხოვრები: ლ..., სოფელი წ....) და გ. ბ–ე (პ/ნ ......., ფაქტობრივად მცხოვრები: ლ..., სოფელი წ....).

3.2. ვ. ბ–ეს აეკრძალოს ა ბ–ესთან და გ. ბ–ესთან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;

3.3. ვ. ბ–ეს აეკრძალოს ა ბ–ესთან და გ. ბ–ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ასევე, მესამე პირების მეშვეობით;

3.4. ვ. ბ–ეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;

3.5. ვ. ბ–ეს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

3.6. დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს ვ. ბ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;

3.7. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე