საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.07.2025
საქმის ნომერი
2კ-131აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008936030

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №131აპ-25 ქ. თბილისი

გ. რ. 131აპ-25 1 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ის, – პირადი ნომერი ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების, მე-.. სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა რ. გ–მა შეიძინა და ინახავდა აკრძალულ საგანს – ქარხნული წესით დამზადებული ერთჯერადი საპარსი სამართებლების შემადგენელ ნაწილებს, მჭრელ-ბასრი საგნისათვის დამახასიატებელი თვისებების მქონე, დაშლილ, განცალკევებულ და დეფორმირებულ მდგომარეობაში არსებულ 2 ლითონის ფირფიტას, რაც ამოიღეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა 2023 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 17:25 საათზე;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით რ. გ–მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.1. რ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დღიდან – 2024 წლის 15 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ–მ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ რ. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი, რ. გ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ–მ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ რ. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს და ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

8. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ რ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ადრე ჩადენილი დანაშაულის გაანალიზებისა და რესოციალიზაციის მიზნით თავისუფლება აღკვეთილმა ჩაიდინა ახალი დანაშაული, რ. გ–ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული სასჯელის ერთადერთი სახე – თავისუფლების აღკვეთა.

11. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, ასევე წარმოდგენილი არ არის მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, – საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 531-ე მუხლების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე, კ. მ–ს მიმართ, მსჯავრდებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე