ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 08.04.2026
საქმის ნომერი
2კ-14-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020141225011937827

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№141-26 8 აპრილი, 2026 წელი

ფ. ნ. რ. ჰ., №141-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ღ–ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით ჰ. რ. ნ. ფ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 24 ივნისიდან 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ–ას საკასაციო საჩივარი.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბერის განაჩენით ჰ. რ. ნ. ფ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;

ჰ. რ. ნ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. რ. ნ. ფ–ის განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბერის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები.

7. 2025 წლის 18 ნოემბერს, მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ადვოკატმა მ. ღ–ამ შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ჰ. რ. ნ. ფ–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–ამ.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ღ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

11. მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ღ–ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინება და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება.

12. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მიუთითოს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი არ არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა განსაზღვრის ნაწილში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ საჩივარი არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა წარდგენილი.

13. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ადვოკატი მ. ღ–ა წარმოადგენს თუ არა ამნისტიის აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით მომართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს.

14. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დაცვის მხარე არ წარმოადგენს სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის სუბიექტს, თუმცა კონკრეტულ საქმეზე მსჯავრდებული ჰ. რ. ნ. ფ–ი მონაწილეობდა (მათ შორის დისტანციურად) მის მიმართ მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესებში, შესაბამისად, პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული არ ყოფილა განაჩენის გასაჩივრების განსხვავებული წესი, როგორც ეს ძებნილი მსჯავრდებულების შემთხვევაში ხდება. ამასთან საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულმა ჰ. რ. ნ. ფ–იმ ისარგებლა გასაჩივრების უფლებით და ორივე საქმესთან მიმართებით საქმის წარმოება დასრულებულია.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ რიგ შემთხვევებში ზედმეტად ფორმალისტური და ხისტი მიდგომა არ შეესაბამება სათანადო გულისხმიერების პრინციპს, რომელსაც უნდა იყენებდნენ ეროვნული სასამართლოები, რათა რეალური და ეფექტური სარგებლობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებები და მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს აღარ აქვს საქმის განახლების შესაძლებლობა, ხოლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

17. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ჰ. რ. ნ. ფ–ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია, როგორც დაზარალებულის თანხმობა ამნისტიის გამოყენების თაობაზე, ისე მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.

19. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის უნდა გაუნახევრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

20. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის უნდა გაუნახევრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბერის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. რ. ნ. ფ–ის უნდა განესაზღვროს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

21. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. ამდენად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შემდეგ ჰ. რ. ნ. ფ–ის განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

22. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჰ. რ. ნ. ფ–ის მიმართ გამოცემული უნდა იქნეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ–ის ადვოკატ მ. ღ–ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენში (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენში (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი);

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის გაუნახევრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჰ. რ. ნ. ფ–ის გაუნახევრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. რ. ნ. ფ–ის განესაზღვროს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით (უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი) დანიშნული სასჯელი და ჰ. რ. ნ. ფ–ის განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. ჰ. რ. ნ. ფ–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით და 2023 წლის 24 ივნისიდან 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით;

8. გამოიცეს დამცავი ორდერი და ჰ. რ. ნ. ფ–ის აეკრძალოს: დაზარალებულის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილთან მიახლოება, ასევე, პირადად დაზარალებულთან მიახლოება. დამცავი ორდერი გამოიცეს 9 თვით და ამოქმედდეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან;

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელი;

10. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე