დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.05.2026
საქმის ნომერი
2კ-137აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100125011896681

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №137აპ-26 1 მაისი, 2026 წელი

ს-ი ს., №137აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პრკურორ ოთარ ხორგუაშვილისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ს. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. კ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პრკურორ ოთარ ხორგუაშვილისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ს. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. კ–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ს. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქარათველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ს. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2025 წლის 16 ივლისიდან.

5. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე