მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის; ბ) ავარია – საავიაციო შემთხვევა ადამიანების მსხვერპლის გარეშე, რამაც გამოიწვია საჰაერო ხომალდის დაზიანება ან დაშლა ან მგზავრების, ეკიპაჟის ან მესამე პირების სხეულის დაზიანება, რომლის დროსაც: ბ.ა) ირღვევა საჰაერო ხომალდის პლანერის კონსტრუქციის სიმტკიცე ძალური ელემენტების დაშლის გამო; ბ.ბ) უარესდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური, ან საფრენოსნო მახასიათებლები და საჭიროა რემონტი მათ აღსადგენად, ან მიზანშეუწონლად არის მიჩნეული მისი საფრენად ვარგისიანობის აღდგენა; გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი; დ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილია
აეროდრომი (მათ შორის, ვერტოდრომი)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით