ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური პროდუქტის, მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი · მუხლი 2
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად
ნარჩენების მართვის კოდექსი · მუხლი 3
ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით
საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3
ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის,, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება
ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება
ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
გაყიდვა, მათ შორის, გაყიდვის შეთავაზება ან გადაცემის ნებისმიერი სხვა ფორმა, სასყიდლით თუ უსასყიდლოდ, და აკვაკულტურის ცხოველის ნებისმიერი გადაადგილების ფორმა
აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2
საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, გაზომვის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2