1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბატარეა, აკუმულატორი – ელექტროენერგიის წყარო, რომელიც წარმოიქმნება ქიმიური ენერგიის გარდაქმნით და შედგება ერთი ან ერთზე მეტი პირველადი ბატარეის ელემენტისგან (ერთჯერადი დატენვის) ან ერთი და ერთზე მეტი მეორადი ბატარეის ელემენტისგან (მრავალჯერადი დატენვის);

ბ) ბატარეების ბლოკი – ერთმანეთთან დაკავშირებული ან/და ერთ გარსში მოქცეული ბატარეების ან/და აკუმულატორების ნაკრები, რომლებიც ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მომხმარებელს არ უწევს მათი დაშლა ან განცალკევება;

გ) პორტატული ბატარეა, პორტატული აკუმულატორი – ბატარეა, ე.წ. „ღილის ზომის ელემენტი“, ბატარეების ბლოკი ან აკუმულატორი, რომელიც დალუქულია, შესაძლებელია მისი ხელით ტარება და არ არის სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი, ან საავტომობილო ბატარეა ან საავტომობილო აკუმულატორი;

დ) ღილის ზომის ელემენტი – მცირე ზომის მრგვალი ბატარეა ან აკუმულატორი, რომლის დიამეტრი მის სიმაღლეზე მეტია და რომელიც გამოიყენება ისეთი კონკრეტული დანიშნულების მოწყობილობებში, როგორიცაა ყურსასმენი აპარატები, საათები, მცირე ზომის პორტატული და სარეზერვო კვების მოწყობილობები;

ე) საავტომობილო ბატარეა ან საავტომობილო აკუმულატორი – ისეთი ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი კომპონენტების ექსპლუატაციისათვის;

ვ) სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი – ისეთი ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სამრეწველო ან პროფესიული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ან გამოიყენება ნებისმიერი სახის ელექტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში;

ზ) ბატარეის ნარჩენი ან აკუმულატორის ნარჩენი – ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს ნარჩენს;

თ) მოწყობილობა – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოწყობილობა, რომლის ენერგიის წყარო, მთლიანად ან ნაწილობრივ, არის ან შესაძლოა იყოს ბატარეები ან აკუმულატორები;

ი) მწარმოებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ბატარეების და/ან აკუმულატორების, მათ შორის მოწყობილობებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩამონტაჟებული ბატარეების და/ან აკუმულატორების საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად;

კ) დისტრიბუტორი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს ბატარეების და/ან აკუმულატორების ხელმისაწვდომობას ბაზარზე. დისტრიბუტორი შეიძლება ამავე დროს მწარმოებელიც იყოს;

ლ) ბაზარზე განთავსება –  ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით;

მ) ოპერატორი – პირი, რომელიც ჩართულია ბატარეების და აკუმულატორების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი;

ნ) შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი – კონკრეტული კალენდარული წლისთვის დადგენილი ნარჩენების შეგროვების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად, ამავე კონკრეტულ წელს შეგროვებული პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის წონის შეფარდებით, ამავე და გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე განთავსებული პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების საშუალო წონასთან;

ო) შეგროვების პუნქტი – ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების განსათავსებლად ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული ადგილი;

პ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომში – მგვ) – გარემოსდაცვითი  მიდგომა, რომელიც მოიცავს  მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის  პირველი – მე-4 ნაწილების შესაბამისად;

ჟ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომში – მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე;

რ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში – მგვ-ის შესაბამისობის სქემა) ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება მწარმოებლების მიერ, ბაზარზე განთავსებული საკუთარი პროდუქტის ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მასზე ფინანსური ან ფინანსური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველსაყოფად. არსებობს მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური და კოლექტიური სქემა:

რ.ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემა (შემდგომში – მგვ-ის ინდივიდუალური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ცალკეული მწარმოებელი, ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებით,  ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას, შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით;

რ.ბ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის კოლექტიური სქემა – (შემდგომში – მგვ-ის კოლექტიური სქემა) ღონისძიებების სისტემა, როცა ერთზე მეტი მწარმოებლი ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც მისი წევრი მწარმოებლების რესურსებით, წილობრივი შენატანებით (რეციკლირების წინასწარი შენატანი) უზრუნველყოფს მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით;

ს) რეციკლირების წინასწარი შენატანი – წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის;

ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ