1. პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ა) პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებას უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია;

ბ) პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების პუნქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის და უნდა მოეწყოს მომხმარებლებთან ახლოს, მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება უნდა მოხდეს სათანადოდ ეტიკეტირებულ სპეციალურ კონტეინერებში. შეგროვების პუნქტები, ძირითადად, უნდა მოეწყოს მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, სკოლებში, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და საწარმოებში და სხვ. შეგროვების პუნქტების ადგილმდებარეობის შერჩევას და მოწყობას უზრუნველყოფს მგვ-ის ორგანიზაცია;

გ) დისტრიბუტორები ვალდებული არიან პორტატული ბატარეების და აკუმულატორების რეალიზაციის პროცესში უზრუნველყონ მომხმარებლებისგან პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის)  ჩაბარება;

დ) პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პროცესში დაუშვებელია მომხმარებლისთვის პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების მოშორების საფასურის გადახდის ან ახალი ბატარეის ან/და აკუმულატორის შეძენის მოთხოვნა;

ე) პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება შეიძლება განხორციელდეს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების პარალელურად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი შესაბამისი მგვ-ის ორგანიზაციის მიერ;

ვ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების ამოღების შემდგომ მათი მართვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და მათი რაოდენობა გათვალისწინებული უნდა იქნეს შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებში.

2. საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ა) საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეგროვება ხორციელდება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ;

ბ) ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩამონტაჟებული ბატარეებისა და აკუმულატორების წონის გათვალისწინება უნდა მოხდეს ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის  გაანგარიშებისას;

გ) ის ობიექტები, სადაც ხორციელდება საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების რეალიზაცია ან/და შეცვლა და სადაც შექმნილია საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პუნქტები, ვალდებული არიან:

გ.ა) ჩაიბარონ ნარჩენები მომხმარებლებისაგან;

გ.ბ) აწარმოონ შემოსული/გასული საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების აღრიცხვა.

დ) საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება უნდა მოხდეს სათანადოდ ეტიკეტირებულ სპეციალურ კონტეინერებში;

ე) საავტომობილო ბატარეების ან აკუმულატორების ნარჩენების  შეგროვების პროცესში დაუშვებელია მომხმარებლისთვის საავტომობილო ბატარეების ან აკუმულატორების ნარჩენების  მოშორების საფასურის გადახდის ან/და ახალი ბატარეის ან/და აკუმულატორის შეძენის მოთხოვნა.

3. სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ა) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება უნდა განხორციელდეს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ;

ბ) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებაზე ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ბ.ა) შეგროვება ხდება უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის), ამ ნარჩენების ქიმიური შედგენილობისა და წარმომავლობის მიუხედავად;

ბ.ბ) შეგროვება ხდება მომხმარებლებისაგან ან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და მათთან ახლომდებარე შეგროვების პუნქტებიდან. ამასთან, შეგროვების პუნქტების შერჩევა ხდება ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ.

გ) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პუნქტები უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ამ საქმიანობისათვის უფლებამოსილ ობიექტებშ