1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ყველა სახის ბატარეებსა და აკუმულატორებზე, მათი ფორმის, ზომის, წონის, შემადგენლობისა და დანიშნულების მიუხედავად, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) ისეთ ბატარეებსა და აკუმულატორებზე, რომლებიც გამოიყენება:

ა.ა) ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სამხედრო დანიშნულების მოწყობილოებებში, იარაღში, საშუალებებსა და მასალებში;

ა.ბ) კოსმოსში გასაშვებად განკუთვნილ მოწყობილობებში;

ბ) ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ბატარეებსა და აკუმულატორებზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ცვლის ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ სხვა, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისადმი დადგენილ მოთხოვნებ