1.  აკრძალულია შემდეგი სახის ბატარეების ან აკუმულატორების ბაზარზე განთავსება:

ა) ყველა სახის ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,0005 %-ზე მეტი ოდენობის ვერცხლისწყალს;

ბ) პორტატული ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,002 %-ზე მეტი ოდენობის კადმიუმს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული აკრძალვა არ ეხება ისეთ პორტატულ ბატარეებსა და აკუმულატორებს, რომლებიც განკუთვნილია:

ა) ავარიული და საგანგაშო სისტემებისთვის, ავარიული განათების სისტემების ჩათვლით;

ბ)   სამედიცინო მოწყობილობებისთვის.

3. ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, მაგრამ კანონიერად იქნენ განთავსებული ბაზარზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვების ძალაში შესვლამდე, შეიძლება დატოვებულ იქნეს ბაზარზე, მათი მარაგების ამოწურვამდე.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულ ბატარეებსა და აკუმულატორებზ