1. ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებელმა, მგვ-ის შესაბამისობის კოლექტიური ან ინდივიდუალური სქემის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის სეპარირებული შეგროვება, აღდგენა და რეციკლირება, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი I -ის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

2. მიზნობრივი  მაჩვენებლები განსაზღვრულია საქართველოს ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა კატეგორიის ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის გათვალისწინებით, პროცენტული მაჩვენებლის სახით.

3. მგვ-ს დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების წესები და მიღწევის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანები